18 დეტალი ჰარი პოტერის წიგნებიდან, რომელიც ფილმში არ გამოჩენილა
წიგნის ეკრანიზაციის გადაღებისას, ცხადია, ყოველთვის იკარგება რაღაც. ხშირად ფილმში მკითხველისთვის მეტად დასამახსოვრებელი მომენტი, ან დეტალი, რაც ბევრის აზრით წიგნს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს, არ ჩნდება.
ასეთი შემთხვევები, რასაკვირველია, გარდაუვალიყო ჰარი პოტერის ფილმების შექმნის პროცესშიც. შვიდწიგნეული სერიიდან ფილმებში არაერთი ფაქტი თუ სცენაა გამოტოვებული. ამ სტატიაში სწორედ იმ დეტალებს წარმოგიდგენთ, რომელიც რეჟისორმა ან/და სცენარის ავტორმა არცთუ მნიშვნელოვნად მიიჩნიეს, თუმცა პოტერჰედების უზარმაზარი არმია ერთხმად თანხმდება, რომ ეს დიდი შეცდომა იყო.
გაფრთხილება: ზოგიერთი ფაქტი, შესაძლოა, შეიცავდეს სპოილერს წიგნიდან, თუკი საგა წაკითხული არ გაქვთ.
1. შინაური ელფები ჰოგვორტსის ბრძოლაში მონაწილეობდნენ და სიკვდილის მხვრელების წინააღმდეგ იბრძოდნენ
ჰოგვორტსის ბრძოლა ჯადოქრების სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რომელშიც რამდენიმე "შენაერთი" მონაწილეობდა. მათ შორის იყო შინაური ელფების არმია, რომელიც ბრძოლაში სიკვდილის მხვრელებს სუფრის დანებით დაუპირისპირდა, თუმცა ეს ფილმში ნაჩვენები არ ყოფილა.
2. სნეიპის ყველაზე საძულველ მოგონებაში მან ლილის "მუქსისხლიანი" დაუძახა
ზოგიერთი პოტერჰედი ფიქრობს, რომ სნეიპის ყველაზე საძულველი მოგონება ოთხეულის მიერ მის ჩაგვრას უკავშირდება, თუმცა, რეალურად, ამის მიზეზი ისაა, რომ მან მის სიყვარულს "მუქსისხლიანი" უწოდა, რაც ლილიმ არასდროს აპატია.
3. სანამ სნეიპი დამბლდორს მოკლავს, დამბლდორი პარალიზებას უკეთებს ჰარის და მას უჩინმაჩინის მოსასხამს აფარებს
სანამ სნეიპი მიუტევებელი წყევლის სიტყვებს — ავადა კედავრას — წარმოთქვამდა, დამბლდორმა ჰარი გააშეშა და მას უჩინმაჩინის მოსასხამი გადააფარა, რათა ასტრონომიის კოშკში მყოფებს იგი არ შეენიშნათ. ეს სცენა ფილმში არ გამოჩენილა — აქ ჰარი, უბრალოდ, ქვედა სართულზე დგას და სცენას აკვირდება.
4. წინასწარმეტყველების ობიექტი, ნაცვლად ჰარისა, შესაძლოა, ნევილ ლონგბოტომი ყოფილიყო
სიბილ ტრელოუნის წინასწარმეტყველება სინამდვილეში ორ ახალდაბადებულს ეხებოდა, რომელთაგან ერთ-ერთი ნევილი იყო. წინასწარმეტყველების მიხედვით, ქვეყნად ახლადმოვლენილ ჯადოქარს ბნელი ლორდის დამარცხების ძალა შესწევდა, თუმცა ვოლდემორმა მიზანში ჰარი ამოიღო.
5. ჰარის უძლეველი ჯოხი არ გაუტეხავს — მან, უბრალოდ, დამბლდორის სამარეში ჩააბრუნა იგი
სიკვდილის საჩუქრებში ნაჩვენებია, როგორ ამტვრევს ჰარი უძლეველ ჯოხს, თუმცა წიგნებში იგი მას დამბლდორის საფლავში აბრუნებს. ნათქვამია, რომ ამ მომენტისთვის ჯოხის გამოყენება ჰარის გარდა არავის შეეძლო, თუმცა რადგან ბიჭს საკმარისი თავგადასავალი გადახდა მასთან ერთად, არჩია, იგი თავიდან მოეშორებინა. ამასთან, ჯოხი თავდაპირველად მართლაც დამბლდორს ეკუთვნოდა.
6. ჰარის და დადლის ძალიან ცუდი ურთიერთობა არ ჰქონიათ, რადგან დადლიმ სიცოცხლის გადარჩენისთვის დეიდაშვილს მადლობა გადაუხადა
მეხუთე წიგნში დადლისა და ჰარის ორი დემენტორი დაესხათ თავს და ჰარიმ დეიდაშვილი, რომელიც ზოგჯერ სიცოცხლეს უმწარებდა, სულის ამოწოვისგან იხსნა. საბოლოოდ, როცა ფენიქსის ორდენი დერსლების სახლში მივიდა, დადლიმ ჰარის მადლობა გადაუხადა და ხელი ჩამოართვა. ამ მომენტში ჰარიმ გაიფიქრა, რომ ასეთი უხერხული მადლობა გულწრფელი მადლიერების დერსლებისეული გამოხატულება იყო.
7. დეიდა პეტუნიამ დამბლდორს თხოვნის წერილი მისწერა, რათა ჰოგვორტსში მასაც ესწავლა
როცა პეტუნიას დამ, ლილიმ, ანუ ჰარის დედამ, ჰოგვორტსიდან მიწვევა მიიღო, პეტუნიამ დამბლდორს წერილი მისწერა და სთხოვა, მასაც ესწავლა ჯადოქრების სკოლაში. მას თავაზიანად განუცხადეს უარი, რამაც განსაკუთრებით გაანაწყენა. პეტუნიას ამგვარ დამოკიდებულებას, შესაძლოა, ისიც იწვევდა, რომ მისი მშობლები ლილის ჯადოქრული ნიჭით საოცრად ამაყობდნენ.
8. რიტა სკიტერი აღურიცხავი ანიმაგუსია, რომელიც ხოჭოდ იქცეოდა ხოლმე, რათა ინფორმაცია შეეგროვებინა
რიტა სკიტერი, რომელიც ერთობ ექსტრავაგანტული ჟურნალისტი იყო, რეალურად, აღურიცხავი ანიმაგუსია. იგი ხოჭოდ იქცეოდა ხოლმე, რათა ადამიანების გვერდით აღმოჩენილიყო და მათგან საიდუმლო ინფორმაცია საკუთარი სტატიებისთვის შეეგროვებინა. ეს ფაქტი ფილმებში არასდროს აღნიშნულა, თუმცა ერთგვარი მინიშნება ჩანს ცეცხლოვან თასში, როცა სკიტერი ჰარისგან ინტერვიუს ცოცხების საკუჭნაოში იღებს. სკიტერი სამი ჯადოქრის ტურნირის მონაწილეს ეუბნება, შინაურულად გრძნობ ალბათ თავსო, რაც, შესაძლოა, იმაზე მიანიშნებს, რომ ჟურნალისტმა ჰარის დერსლებთან ცხოვრების შესახებ იცოდა, ამის ცოდნის ერთადერთი გზა კი იმ ადამიანის მოსმენა იყო, რომელმაც ჰარის მაგლებთან ცხოვრების შესახებ უწყოდა.
9. ჰერმიონმა დააფუძნა შინაური ელფების უფლებამდამცველი საზოგადოება
ჰერმიონი, რომელიც, მიუკერძოებლად შეიძლება ითქვას, საგის ყველაზე სამართლიანი პერსონაჟია, იმდენად ვერ იტანდა ჩაგვრას, რომ შინაური ელფების თანასწორობის აღსადგენად მათი უფლებამდაცველი საზოგადოება დააფუძნა. იდეა მას მაშინ გაუჩნდა, როცა 1994 წლის ქვიდიჩის თასზე ნახა, როგორ უდიერად ეპყრობოდა ბარტი კრაუჩი საკუთარ შინაურ ელფს — ვინკის.
10. პოლტერგეისტი პივსი ფილმებში არასდროს გამოჩენილა, მიუხედავად იმისა, რომ იგი ყველა წიგნსა და სამ ვიდეოთამაშში მონაწილეობს
აბეზარა პოლტერგეისტი პივსი ჰარი პოტერის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერსონაჟია, თუმცა იგი ვერცერთ ფილმში ვერ ვიხილეთ. აღსანიშნავია, რომ ჰოგვორტსის მოჩვენება წესით უნდა გამოჩენილიყო ფილოსოფიურ ქვაში, სადაც იგი რიკ მეიოლმა განასახიერა, თუმცა, საბოლოოდ, ეს სცენები ფილმიდან ამოიჭრა და საზოგადოებისთვის ცნობილი არ გამხდარა.
11. გოდრიკის ხეობაში, საკუთარ სახლში სტუმრობისას, ჰარიმ მისი გასამხნევებელი გრაფიტი დაინახა
როცა ჰარი და ჰერმიონი პოტერების კოტეჯს ესტუმრნენ გოდრიკის ხეობაში, წიგნის მიხედვით, სახლის შესასვლელში მონუმენტი იყო აღმართული პოტერებისა და აქ დატრიალებული ტრაგედიის მოსაგონრად. მასზე გრაფიტით იყო მიხატული ჰარის გასამხნევებელი სიტყვები, რაც გულისამაჩუყებელი აღმოჩნდა.
12. ფილმებში ჰარის არავინ ეუბნება, რომ მამამისს ფურირმად გადაქცევა შეეძლო
ჰარის მამა, ჯეიმს პოტერი, სამი წლის განმავლობაში ცდილობდა, ანიმაგუსად — ცხოველად ქცევის უნარის მქონე ჯადოქრად — ქცეულიყო. საბოლოოდ, იგი დაოსტატდა და ფურირმად გადაქცევა შეძლო, თუმცა, როგორც Reddit-ის ერთ-ერთი მომხმარებელი აღნიშნავს, წიგნებში ჰარისთვის ეს ფაქტი არავის გაუმხელია.
13. ჰერმიონ გრეინჯერი და რონ უიზლი გრიფინდორის პრეფექტები იყვნენ
ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში პრეფექტი ის სტუდენტია, რომელიც განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობს, თუმცა, ამასთან, საკუთარ კლუბზე პასუხისმგებლობაც ეკისრება. ჰერმიონი და რონი ასევე გახდნენ გრიფინდორის პრეფექტები და სასხვათაშორისოდ უნდა აღინიშნოს, რომ რონი უისლების ოჯახიდან რიგით მეოთხე პრეფექტი იყო, ბილის, ჩარლისა და პერსის შემდეგ.
14. ჰარიმ კრუციოს წყევლა გამოიყენა ამიკუს ქეროუს წინააღმდეგ, როცა ამ უკანასკნელმა პროფესორ მაკგონაგელს შეაფურთხა
წიგნში არის სცენა, როცა ამიკუს ქეროუ, ბნელი ჯადოქარი და სიკვდილის მხვრელთაგან ერთ-ერთი პროფესორ მაკგონაგელს უახლოვდება და მას სახეში აფურთხებს. ამ მომენტში ჰარი, რომელიც პროფესორთან ახლოსაა, უჩინმაჩინის მოსასხამს აგდებს და ქეროუს კრუციოს წყევლას ესვრის, რაც მსხვერპლისთვის აუტანელი ტკივილის მიმნიჭებელია.
15. მაგიის სამინისტროს ჯადოქრებით გადავსებულ ადგილებში არ შეუძლია, გაიგოს, ვინ გამოიყენა შელოცვა
მიუხედავად იმისა, რომ მაგიის სამინისტროს შეუძლია, შეიტყოს, სად გამოიყენეს შელოცვა ჯადოქრების სამყაროს გარეთ, ამის გაკეთება მაგებით გადავსებულ ადგილებში შეუძლებელია. სწორედ ამიტომ იყენებენ არასრულწლოვანი ჯადოქრები შელოცვებს არდადეგებზე თავისუფლად.
16. ედვარდ "ტედი" ლუპინი, რომელიც ბებიამ, ანდრომედა ტონქსმა, გაზარდა, ხშირად სტუმრობდა ჰარის
ედვარდ ლუპინი რემუს ლუპინისა და ნიმფადორა ტონქსის შვილი იყო, რომელსაც დაბადებიდან მალევე მშობლები დაეღუპა ჰოგვორტსის ბრძოლაში, ამიტომ იგი თავისმა ბებიამ, ანდრომედა ტონქსმა, გაზარდა და საბოლოოდ, ჰარის ნათლული გახდა, რომელსაც ხშირად სტუმრობდა კიდეც.
17. დამბლდორმა ჰარის უთხრა, რა იყო ვოლდემორის ჰორკრუქსები
სიკვდილის საჩუქრებში დამბლდორი ჰარის ვოლდემორის ჰორკრუქსებზე უყვება. იგი მხოლოდ 6-ს იხსენიებს, რათა ჰარიმ არ გაიგოს, რომ იგი მეშვიდე ჰორკრუქსია.
18. ვოლდემორს სიყვარულის უნარი არ აქვს, რადგან იგი მისი მშობლების უსიყვარულო კავშირით დაიბადა
წიგნებში ვოლდემორის დედა მეუღლეს სიყვარულის ელექსირით აჯადოებს. ამგვარად როულინგი მიგვანიშნებს, რომ ტომი უსიყვარულო კავშირის შედეგად ჩაისახა. ალბათ მის ცხოვრებაში რაღაცები განსხვავებული იქნებოდა, თავშესაფრის ნაცვლად საკუთარ სახლში, დედამისთან რომ გაზრდილიყო.
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები