წულუკიანის თქმით, არჩევნებს ოპოზიციასთან დაკავშირებული 32 ორგანიზაცია აკვირდება
იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების პარტიული სიის მე-4 ნომერმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ არჩევნებზე დამკვირვებლად დარეგისტრირებული 129 ორგანიზაციიდან 32 პირდაპირ დაკავშირებულია, ან ამა თუ იმ ფორმით აფილირებული ოპოზიციასთან.
"ჩვენი ანალიზით, 129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 32 მათგანი არის ან პირდაპირ დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან, ან მათთან ამა თუ იმ ფორმით აფილირებული. ყველაზე მრავლად ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციები ჰყავს ნაციონალურ მოძრაობას, 20 ორგანიზაციაა ასეთი; 8 ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაცია ჰყავს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ დანაყოფს, ევროპულ საქართველოს. ასევე, არის 2 ე.წ სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ასევე, ნაციონალური მოძრაობის მორიგი ერთ-ერთ დანაყოფის სახელზე, ეს არის სტრატეგია აღმაშენებელი; არის პატრიოტთა ალიანსთან კავშირში მყოფი 2 ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია", — განაცხადა წულუკიანმა.
ყოფილი იუსტიციის მინისტრის თქმით, 2020 წლის არჩევნებს ორგანიზაცია რეფორმატორთა კლუბი დააკვირდება, რომლის დამფუძნებელი დიმიტრი შაშკინია, გამგეობის თავმჯდომარე კი მურთაზ ზოდელავა.
"2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, მაგალითად, რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, დააკვირდება ორგანიზაცია რეფორმატორთა კლუბი, რომლის დამფუძნებელი არის არავინ სხვა, თუ არა ნაციონალური მოძრაობის სასჯელაღსრულების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი, ხოლო გამგეობის თავმჯდომარე ე.წ სადამკვირვებლო ორგანიზაციისა დღესაც არის ყოფილი მთავარი პროკურორი, მურთაზ ზოდელავა. სწორედ ბატონი მურთაზ ზოდელავა და შაშკინი, როგორც ჩანს, "დააკვირდებიან" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და შემდეგ შემოგვთავაზებენ ვითომ და ძალიან ნეიტრალურ შეფასებებს", — ამბობს წულუკიანი.
წულუკიანის თქმით, დამკვირვებლად რეგისტრირებულია მონიტორინგის ცენტრი მედიატორი, რომლის დამფუძნებელი ნაციონლური მოძრაობის სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილია.
"კანდიდატი, რომელიც არჩევნებში გამარჯვებისთვის იბრძვის, თავის თავს მიიჩნევს, ასევე, დამკვირვებლად, არის რეგისტრირებული დამკვირვებლად და, როგორც ჩანს საკუთარი თავის არჩევას დააკვირდება და შემდეგ "ნეიტრალურ შეფასებებს" შემოგვთავაზებს", — განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანის თქმით, 2009 წელს ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბის სახელით დაარსებულმა ორგანიზაციამ მიმდინარე წელს შეიცვალა სახელი და ახლა სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის სახელით მოღვაწეობს.
"ცალკე აღნიშვნის ღირსია სამოქალაქო პლატფორმა 20/20, რომელიც 2009 წელს, ყველას გახსოვთ, ალბათ, ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბის სახელით დაარსდა და სულ ახლახანს, მიმდინარე წლის ივნისის თვეში წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, ბატონი ლაშა ფარულავას განცხადების საფუძველზე ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ შეეცვალა სახელი. ეს ორგანიზაცია იყო, მედიას კარგად გახსოვთ, 2014-2016 წლებში, არჩევნები როდესაც იყო, სადამკვირვებლო საქმიანობაში ჩართული. მათი წარმომადგენლები, თქვენ გახსოვთ, რიგ შემთხვევებში ხელოვნურად ქმნიდნენ აჟიოტაჟს და უფრო მეტიც, ზოგიერთ უბანზე საარჩევნო კომისიის წევრების უფლებამოსილებასაც ითავსებდნენ და ამომრჩევლებს უთითებდნენ რომელ კაბინაში შესულიყვნენ და როგორ მოქცეულიყვნენ", — განაცხადა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა.
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
კომენტარები