ნეტფლიქსი ვიდეოთამაშ Assassin’s Creed-ის მიხედვით სერიალს გადაიღებს
მალე ტამპლიერები ნეტფლიქსის პლატფორმაზე გამოჩნდებიან.
გიგანტმა ამერიკულმა სტრიმინგ სერვისმა კომპანია Ubisoft-თან მიაღწია შეთანხმებას, რათა მათი ყველაზე ცნობილი ვიდეოთამაში Assassin's Creed (ასასინის მრწამსი) სერიალად აქციოს. The Verge-ის ცნობით, ნეტფლიქსმა მოიპოვა უფლება, რომ ამ საქვეყნოდ ცნობილი ფრენჩაიზის მიხედვით არა მხოლოდ სერიალი, არამედ ანიმაცია და ანიმეც კი გადაიღოს.
"ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მთელი მსოფლიოდან მილიონობით ფანი დაეხმარა Assassin's Creed-ის ბრენდს, რომ საკულტო ფრენჩაიზი გამხდარიყო. ახლა კი აღტაცებულები ვართ, რომ ნეტფლიქსი ამ ისტორიის შესახებ სერიალს გადაიღებს და ამავდროულად კი მოუთმენლად ველით Assassin’s Creed-ის სამყაროში მომდევნო საგის შექმნას", — განაცხადა Ubisoft-ის წარმომადგენელმა ჯეისონ ალტმენმა.
ამჟამად ნეტფლიქსი აქტიურად ეძებს იმ ადამიანს, რომელიც ამ პროექტს გაუძღვება და შოუს მთავარი შემოქმედი იქნება.
Assassin’s Creed-ის პირველი თამაში 2007 წელს გამოვიდა და მალევე ნამდვილი ჰიტი გახდა: დღემდე მისი 155 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. ამ ვიდეოთამაშის სამყარო აგებულია ასასინებისა და ტამპლიერების საიდუმლო ცხოვრებაზე, რომლებიც კაცობრიობის ისტორიის სხვადასხვა პერიოდში მნიშვნელოვან დავალებებს ართმევენ თავს: მაგალითად, არის ანტიკური საბერძნეთის, ძველი ეგვიპტისა და საფრანგეთის რევოლუციის ეპოქები.
ჯერჯერობით უცნობია, სერიალი კონკრეტულად ამ ფრენჩაიზის რომელ ნაწილს დაეყრდნობა, ვინ შეასრულებს მთავარ როლს და როდის დაიწყება გადაღებები.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ამ გახმაურებული ვიდეოთამაშის მიხედვით ეკრანიზაცია იქმნება: 2016 წელს გამოვიდა ფილმი მაიკლ ფასბენდერის მონაწილეობით, რომელიც კინოგაქირავებაში არც ისე წარმატებული აღმოჩნდა, კრიტიკოსებისგან და მაყურებლებისგან კი ძირითადად უარყოფითი შეფასებები დაიმსახურა.
ნეტფლიქსმა შარშან გამოუშვა კიდევ ერთი საკულტო ვიდეოთამაშის The Witcher (მხედვარი) მიხედვით გადაღებული სერიალი, რომელშიც მთავარ როლს ჰენრი კავილი ასრულებს. პროექტი მოსალოდნელზე უფრო წარმატებული აღმოჩნდა: ის ნეტფლიქსზე ყველაზე მეტჯერ ნახეს და მისი რეკორდი ჯერ არცერთ პროექტს არ გაუუმჯობესებია.
ვნახოთ, როგორი გამოვა Assassin’s Creed-ის სატელევიზიო ეკრანიზაცია და მოახერხებს თუ არა, რომ 2016 წელს გამოსული ფილმის კრახი არ გაიმეოროს და სანაცვლოდ მხედვარის წარმატებას მიუახლოვდეს.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები