მოეშვით ხალხისა და საარჩევნო კომისიის წევრების დაშინებასა და ზეწოლას — გოგორიშვილი "ოცნებას"
ევროპული საქართველოს გურიის მაჟორიტარობის კანდიდატი, ხათუნა გოგორიშვილი ხელისუფლების მხრიდან არჩევნებზე შესაძლო მანიპულაციაზე საუბრობს.
გოგორიშვილის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულები, გამგეობისა და მერიის თანამშრომლები, არჩევნებზე იდგებიან არასამთავრობო ორგანიზაციების ბეიჯებით და წინასწარ დაშინებულ ადამიანებს აიძულებენ რომ კაბინიდან გამოსვლისას მათ დაანახონ ბიულეტენი, ნამდვილად შემოხაზეს თუ არა ქართული ოცნება.
"ხელისუფლება მიხვდა, რომ აგებს არჩევნებს და საარჩევნო დღისთვის გასცა განკარგულება თავის აქტივისტებსა და კოორდინატორებზე, რომლის მიხედვითაც რწმუნებულები, მერიის და გამგეობის თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციების ბეიჯებით იდგებიან კაბინასთან და ადამიანების, რომელთაც პირობა ჩამოართვეს, რომ ქართულ ოცნებას შემოხაზავენ, ადამიანები, რომელთაც არანაირი სურვილი არ აქვთ, რომ 41 შემოხაზონ, აიძულეს, რომ კაბინიდან გამოვიდნენ გახსნილი ბიულეტენებით და აჩვენონ მათ ეს ბიულეტენები, იმისთვის, რომ დარწმუნდნენ, რომ ნამდვილად ქართულ ოცნებას მისცეს ხმა.
ეს არის კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის პირდაპირი დარღვევა. საკითხი შეეხება ფარულობის დარღვევას, რომელიც არის დასჯადი ქმედება და წესით, საუბნო საარჩევნო კომისიებმა ამაზე უნდა მოახდინონ რეაგირება და ადამიანი, რომელიც აიძულებს ადამიანს, რომ გახსნილი ბიულეტენი დაანახოს, უნდა გააძევონ უბნიდან
ქართული ოცნება ყველას არწმუნებს და ამბობს, რომ ყველა საუბნო კომისია არის დაკომპლექტებული ქართული ოცნების მომხრეებით და საკმარისია რომელიმე პარტიის წარმომადგენელმა, ან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა გააპროტესტოს აღნიშნული კანონდარღვევა, რომ საუბნო კომისია დაუყონებლივ უყრის კენჭს და გააძევებს ასეთ ადამიანს უბნიდან, იმის მაგივრად, რომ რეაგირება იყოს კანონის დამრღვევზე, რეაგირება იქნება კანონის დარღვევის აღმკვეთის მომხრეზე", — აცხადებს გოგორიშვილი.
გოგორიშვილი ამბობს, რომ შეხვდა ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას, მიაწოდა ინფორმაცია შესაძლო დარღვევების შესახებ.
"მინდა გავაფრთხილო საუბნო კომისიის ყველა წევრი, რომელიც გაფრთხილებულია და ასეთი ინსტრუქცია მიიღო. გუშინ მე შევხდვი ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას, კონკრეტული გვარები, სახელები და ფაქტები მივაწოდე სად, ვინ და როგორ აპირებს ამ სქემის განხორციელებას და მისი მხრიდანაც მივიღე თანხმობა, რომ ამაზე იქნება მკაცრი რეაგირება. ეს რეაგირება არის როგორც ფულადი ჯარიმა, ასევე საარჩევნო კომისიაში მოქმედების სამუდამო აკრძალვა.
ევროპული საქართველოს მხრიდან და სხვა ოპოზიცური პარტიების სახელით, მინდა დავამატო და გავაფრთხილო, რომ ეს არის საფუძველი, რომ თითოეული ასეთი ბიულეტენის გაბათილება მოვითხოვოთ. უფრო მეტიც, თუ ამას ექნება მასიური ხასიათი, ჩვენ აუცილებლად მივითხოვთ აღნიშნული უბნის შედეგების მთლიანად გაბათილებას, რადგან ამას არჩევნები არ ჰქვია, ამას ქვია იძულებითი ხმის მიცემა და არჩევნები ზოგადად არის ამომრჩეველთა ნების გამოხატულება და არა იძულების გამოხატულება", — განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.
იგი მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, შეეშვან ამგვარი მეთოდების გამოყენებას, რადგან, თითოეულ ასეთ შემთხვევაზე იქნება მკაცრი რეაგირება.
"კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ქართულ ოცნებას, მოეშვით ხალხის დაშინებას, ხალხზე ზეწოლას, კომისიის წევრების დაშინებასა და მათზე ზეწოლას, იმიტომ, რომ ამას ნამდვილად ექნება ძალიან მკაცრი რეაგირება ყველა საარჩევნო სუბიექტის მხრიდან", — განაცხადა გოგორიშვილმა.
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
კომენტარები