მაკარონით და ზეთით ვერ გაანეიტრალებენ რვა წლიან ჩაფლავებულ პოლიტიკას — გოგორიშვილი
ევროპული საქართველოს გურიის მაჟორიტარობის კანდიდატი, ხათუნა გოგორიშვილი, ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბრობს.
გოგორიშვილის თქმით, გუშინ, ქართული ოცნების შტაბები და სხვადასვხა ობიექტები გაივსო სურსათ-სანოვაგე ტომრებით, რომელთაც ხელისუფლება დაურიგებს მოსახლეობას. მასი თქმით, ეს არის პირდაპირი მოსყიდვა და სისხლის სამართლის დანაშაული.
"გუშინ, ღამე, ოზურგეთის სარიტუალო დარბაზის შენობაში ტომრებით იქნა შეტანილი სურსათ სანოვაგე. ეს არ არის გამონაკლისი, ოცნების შტაბები და სხვადასხვა შენობები გუშინ ღამე მსგავსი ტომრებით გაივსო, იმისთვის, რომ დაიწყოს მოსყიდვა და ამომრჩევლისთვის დარიგება.
მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული სარიტუალო სახლის დირექტორმა, ნათია ღლონტმა განაცხადა, რომ ეს პროდუქტი განსაზღვრულია საბავშვო ბაღებისთვის და დღეს დილიდან საბავშვო ბაღები თავის კუთვნილ სანოვაგეს წაიღებენ. მას შემდეგ რაც დავუკავშრიდით ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს ოზურგეთში, მაკა ჭყონიას, მან განაცხადა, რომ არანაირ ბაღებს და ბაღების სააგენტოს აღნიშნულ პროდუქტებთან არ აქვს შეხება და საერთოდ წარმოადგენა არ აქვს რა პროდუქტებზეა საუბარი. როგორც ყველაფერში, ამაშიც უნიათოები არიან და ერთმანეთში მესიჯების შეთახმებასაც ვერ ახერხებენ ქართული ოცნების წარმომადგენლები.
ეს არის ერთი მაგალითი, რომელიც არის ასეულობით მთელი საქართველოს მასშტაბით. გუშინდელი ღამე და დღევანდელი ღამე ქართულ ოცნებას აქვს განსაზღვრული პროდუქტების მობილიზაციისთვის და შემდეგ მის დასარიგებლად, მაგრამ, ვერანაირი მაკარონით, ვერანაირი ზეთით და ვერმიშელით ვერ გაანეიტრალებენ იმ რვა წლიან ჩაფლავებულ პოლიტიკას, რომელიც მათ ჰქონდათ ამ ხნის განმავლობაში. ვერც სიღარიბეს უშველიან ორ კილო მაკარონით, ვერც ფასებს შეცვლიან ერთი ბოთლი ზეთით და ვერანაირად ვერ დაიმსახურებენ ქართველი ამომრჩევლის მხარდაჭერას.
ასე რომ შეწყვიტონ მოსყიდვა, ეს არის პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაული და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ასეთი უკანონო ქმედებებით, როგორც ზეწოლით, ასევე მოსყიდვით, აპირებს ამომრჩეველზე ზეწოლას, ყველა მათგანს კანონის შესაბამისად მოეთხოვებათ პასუხი", — განაცხადა გოგორიშვილმა.
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
კომენტარები