მთავრობამ ოცნების მაჟორიტარის დის კომპანიას ბორჯომში სახელმწიფო ქონება გადასცა
საქართველოს მთავრობამ ქართული ოცნების ქარელის მაჟორიტარი დეპუტატის, ლერი ხაბელოვის დის, ინგა ხაბელოვას კომპანიას, შპს სამკურნალო-სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექს ოლიმპს, ბორჯომში, რუსთაველის N101-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2 301 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და 1 801 კვადრატული შენობა-ნაგებობა პირდაპირი მიყიდვის წესით 50 000 ლარად გადასცა.
პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ 2016 წლის 14 ივნისის განკარგულებაში წერია, რომ ოლიმპს ეკისრება ვალდებულება, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოაწყოს მინიმუმ 40 ადამიანზე გათვლილი საცურაო აუზი 12 საშხაპე კაბინითა და 2 გასახდელით. ოლიმპს დაეკისრა ვალდებულება, აღნიშნულ ტერიტორიაზე განახორციელოს 1 050 000 ლარის ინვესტიცია.
შპს სამკურნალო-სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსი ოლიმპი 2013 წლის გაზაფხულამდე ქართული ოცნების დეპუტატის, ლერი ხაბელოვის საკუთრებაში იყო. 2013 წლის 13 აპრილს მან აღნიშნული კომპანია თავის დას, ინგა ხაბელოვას მიჰყიდა 320 370 ლარად.
ლერი ხაბელოვმა On.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ოლიმპთან ამჟამად არანაირი კავშირი არ აქვს და ის მთლიანად მისი დის ბიზნესია:
„ამას თავისი ვალდებულებები მოჰყვა. რამდენადაც ვიცი, მილიონი ლარის ინვესტიციის ვალდებულება აქვს. ეგ არის დანგრეული შენობა და აუზის აღდგენაზეა საუბარი, რომელიც უნდა მოემსახუროს სპორტსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს. სუფთა ბიზნესის საკითხია, ცოტა სარისკოდაც მეჩვენებოდა, ვეუბნებოდი, მაგრამ თვითონ უნდა და აკეთებს. ჩემს დას ცალკე ოჯახი აქვს, მე ცალკე“.
ლერი ხაბელოვი 2012 წელს ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი გახდა ქარელიდან. ამჟამად ის არის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი.
-
გადახედვამოქალაქე, საზოგადოება და სახელმწიფო — როგორ მუშაობს სამოქალაქო ზედამხედველობა მართლმსაჯულების ინსტიტუტებზე მოქალაქე, საზოგადოება და სახელმწიფო — როგორ მუშაობს სამოქალაქო ზედამხედველობა მართლმსაჯულების ინსტიტუტებზე
-
გადახედვაირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი მთლიანად დამწვარია — მიიჩნევენ, რომ ყველა მგზავრი დაიღუპა ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი მთლიანად დამწვარია — მიიჩნევენ, რომ ყველა მგზავრი დაიღუპა
-
გადახედვავერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ ვერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
კომენტარები