როგორ ვიმოგზაუროთ უსაფრთხოდ — რჩევები ახალბედებს
უცხო ქვეყანაში მოგზაურობის დაგეგმვა ბევრ დეტალთანაა დაკავშირებული. ჩვენ შევეცდებით დაგეხმაროთ განსახორციელებელი ნაბიჯების კოორდინირებაში, თქვენი უსაფრთხოების პრიორიტეტად დასახვით, რადგან კომფორტი, სიამოვნების მიღება და ახალი გარემოს შემეცნება მეორეხარისხოვანია, როცა საქმე უსაფრთხოებას ეხება. ადამიანი ამ გამოცდილებით არ იბადება, ამიტომ მნიშვნელოვანია ქვეყნიდან გამგზავრებამდე ინტერნეტში ხელმისაწვდომ საინფორმაციო მასალებს თუ გაეცნობით.
გამოცდილება მოდის უცხო ქალაქში მატარებელზე ან ავტობუსზე დაგვიანებით, დაუფიქრებელი ქცევით, იმ ქვეყნის კულტურის არ ცოდნით, რომელშიც მოგზაურობთ, ნელ-ნელა კი ყველაფერს ეჩვევით, სწავლობთ და საზღვრებს გარეთ თავს ისე გრძნობთ, როგორც თევზი წყალში.
გამგზავრებამდე უსაფრთხოების ზომების მიღებისას პირველი რაც უნდა გაგახსენდეთ არის დაზღვევა, სამოგზაურო დაზღვევის მოწესრიგება დაგეხმარებათ იმაში, რომ შვებულების დღეები უშფოთველად გაატაროთ. არ დაგავიწყდეთ თქვენი პასპორტისა და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტების დამატებითი ასლების დამზადება, გაითვალისწინეთ, რომ ორიგინალები შესაძლოა დაკარგოთ და სერიოზული პრობლემების წინაშე მოგიწიოთ დადგომა, სათადარიგო ასლები კი აუცილებლად დაგეხმარებათ სიტუაციიდან თავის დაღწევაში. წაიღეთ დამატებითი საკრედიტო ბარათები, რომლების გამოყენებასაც შეძლებთ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადებს დაკარგავთ.
გამგზავრებამდე აუცილებლად გაეცანით ისტორიულ ცნობებს იმ ქვეყნისა თუ ქალაქის შესახებ, რომელშიც მიდიხართ. ეს დაგეხმარებათ წინასწარ მიიღოთ ინფორმაცია ღირშესანიშნავ ადგილებზე, ადგილობრივი მოსახლეობის ხასიათსა და იქაურ კულტურაზე. ისწავლეთ ძირითადი ფრაზები, ეს ადგილობრივების კეთილგანწყობის მოპოვებაში და კრიტიკულ სიტუაციებში აუცილებლად დაგეხმარებათ.
გამოელაპარაკეთ ჰოსტელების თანამშრომლებს. ჰკითხეთ სხვადასხვა დეტალის შესახებ, მათ ყოველთვის იციან სად შეძლებთ ყველაზე გემრიელად და მისაღებ ფასად დანაყრებას, გართობას და დროის გაყვანას.
სასტუმროდან ან ჰოსტელიდან ქალაქში სასეირნოდ გასვლისას თან იქონიეთ მხოლოდ ის ნივთები, რომლებიც აუცილებლად გჭირდებათ. არ დაიმძიმოთ თავი არასაჭირო საგნებით და თან არ წაიღოთ ერთ საკრედიტო ბარათზე მეტი, ასევე არაა რეკომენდებული ქეშის სახით დიდი რაოდენობის თანხის ჯიბით, ან საფულით ტარება.
გაითვალისწინეთ, ლანჩის დრო საუკეთესოა ქალაქის ისტორიული ნაწილებისა და მუზეუმების დასათვალიერებლად. მანამ, სანამ სხვა ტურისტები საკვებით ძალების აღდგენით იქნებიან დაკავებულები, თქვენ შეგიძლიათ შედარებით წყნარად მოიაროთ სასურველი ადგილები და არ დაგავიწყდეთ, რომ თავად არასდროს მიირთვათ აქტიურ ტურისტულ ზონებსა და ღირსშესანიშნაობებთან ახლოს მდებარე რესტორნებსა თუ კაფეებში, ეს შეუცვლელი წესია, რადგან ასეთი ადგილები ყოველთვის ყველაზე ძვირი მომსახურებით გამოირჩევა.
სამოგზაურო ნივთებთან ერთად გაიყოლეთ პირველადი მოხმარების მედიკამენტების პატარა ჩანთა, რომელიც თუნდაც მსუბუქი თავისტკივილის ან საკვებით მოწამვლის შემთხვევაში გამოგადგებათ.
სამოგზაურო დაზღვევისთვის გამოგადგებათ თქვენს ბარგში თავმოყრილ ნივთებს თუ წინასწარ აღბეჭდავთ ფოტოებზე. რომელიმე მათგანის დაკარგვისა და შემდეგ პოვნის შემთხვევაში ფოტოები მათ იდენტიფიცირებაში დაგეხმარებათ. დაზღვევის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და სხვადასხვა პაკეტის პირობები კი შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე irao.ge.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები