გორთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად საავადმყოფოში მე-6 მგზავრი გარდაიცვალა

ფოტო: Patch
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გორთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად სამედიცინო დაწესებულებაში მეექვსე მგზავრი დაიღუპა. ავტასაგზაო შემთხვევას გუშინ 5 ადამიანის სიცოცხლე ადგილზე ემსხვერპლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით ტრაილერის მძღოლი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა "დაფი" სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.
ავტოავარია გორის ავტობანზე გუშინ, 29 ოქტომბერს მოხდა. შემთხვევის შედეგად 11-მა ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო.
უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები