სამსუნგის 8K რეზოლუციის ტელევიზორების ლაინაფით ახალ მწვერვალებს იპყრობს
უკვე ათწლეულზე მეტია, რაც Samsung-ი ეკრანების ინდუსტრიაში ნამდვილი გიგანტია, იქნება ეს სმარტფონების სეგმენტი, ტელევიზორების, თუ სხვა მოწყობილობების. როდესაც ასეთ სფეროში, მოწინავე სექტორში ხარ, სტანდარტებს სწორედ შენ აწესებ. ასეთია Samsung-ის მიდგომაც, ამიტომაც, კორეული გიგანტი მომხმარებლის სიახლეებით მომარაგებას არ წყვეტს. QLED 8K ტექნოლოგია ის ახალი სტანდარტია, რაც Samsung-მა მსოფლიოს ტელევიზორების ინდუსტრიას წარუდგინა.
სამსუნგი აქტიურად ავითარებს QLED ე.წ. კვანტური წერტილების ტექნოლოგიას. საქმე გვაქვს ძალიან პატარა, ნანო კრისტალებთან, რომლებიც გამოყენებულია ამ ტიპის ეკრანებში. კრისტალების ზომები 3-დან 6 ნანო მეტრამდეა, მათი ზომა კი პიქსელების ფერს განსაზღვრავს. სინათლესთან ურთიერთქმედებაში აღნიშნული კვანტური წერტილები ბზინვას იწყებენ, რაც გამოსახულების მაღალ დინამიკურ დიაპაზონსა და კონკურენტ ტექნოლოგიებთან შედარებით უკეთეს ფერთა გამას გვაძლევს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვეულებრივ LED ეკრანს 16 მილიონამდე ფერის გადმოცემა შეუძლია, კვანტური წერტილების ტექნოლოგიას ეს ნიშნული მილიარდამდე აჰყავს.
ეს ყველაფერი უკვე სიახლე აღარ არის, რადგანაც QLED ტელევიზორების პირველი ხაზი სამსუნგმა რამდენიმე წლის წინ შემოგვთავაზა. წლევანდელი ინოვაცია იმაში მდგომარეობს, რომ სმარტ ტელევიზორები 8K ფორმატამდეა აფგრეიდებული. წარმოიდგინეთ 7680X4320 პიქსელის რეზოლუციის მქონე მასიური უსაზღვრო ეკრანი. აქ უკვე პიქსელების გამადიდებელი შუშით დანახვაც კი შეუძლებელია.
აღნიშნული ტექნოლოგიის ეკრანის სამართავად სამსუნგმა სრულაიდ ახალი, 8K Quantum Processor შეიმუშავა, რომელიც, გარდა რეზოლუციის გაუმჯობესებისა, ლაივ რეჟიმში აკვირდება ოთახის განათებას და ამ პარამეტრის მიხედვით ცვლის ჩვენების დინამიკას, კონტრასტულობასა და სხვა მახასიათებლებს იმისათვის, რომ მაყურებელი მაქსიმალურად ჩაერთოს და განიცადოს გადმოცემული სცენა. პროცესორშივეა ჩაშენებული ხელოვნურ ინტელექტზე დაშენებული ტექნოლოგია — AI Upscaling, რომელიც აუმჯობესებს დაბალი რეზოლუციის კონტენტს 8K გამოსახულების ხარისხამდე, თუ გადმოცემული ვიდეო ხაზი შესაბამისი რეზოლუციის არ არის. უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს თუ შოუ, რომელსაც უყურებთ, 8K რეზოლუციის მქონე კამერით არ არის გადაღებული — სამსუნგის“ნეირონული ქსელი მის ოპტიმიზირებას მოახდენს და მას 8K ეკრანზე შემოგვთავაზებთ.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს სამსუნგის წლევანდელი მიდგომა ტელევიზორების დიზაინის მიმართ. თუ ჩვენს სტატიებს თვალს ადევნებთ, გეცოდინებათ, რომ კორეული გიგანტი თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ დიზაინერულ ბრენდებთან უნიკალური ვიზუალის მქონე ტელევიზორების შესაქმნელად. გამონაკლისი არც QLED 8K ტელევიზორების ხაზია, რადგან იგი გადაწყვეტილია მინიმალისტურ დიზაინში და მისი ჩარჩოების სისქე თითქმის ნულამდეა დაყვანილი. ეკრანის თანაფარდობა კორპუსთან 99%-ია და შეიძლება ითქვას, რომ ჩარჩოები სრულიად უხილავია. პანელის უკანა მხარე ბრტყელია, რაც საშუალებას გვაძლევს ტელევიზორი კედელთან დაშორების გარეშე ჩამოვკიდოთ.
სამსუნგის განახლებული ხაზის ტელევიზორები ულტრა თხელ (15 მილიმეტრამდე) სისქის კორპუსშია განთავსებული. სამსუნგმა აღნიშნულ მოდელებშიც გამოიყენა გამჭვირვალე კაბელები ტელევიზორის უხილავი მიერთებისთვის. ყველაფერი ზემოთ აღნიშნული ერთადერთ მისიას ემსახურება — ტელევიზორი გახდეს ინტერიერის განუყოფელი ნაწილი. 8K QLED ტელევიზორებში სპეციალური Ambient Mode ფუნქციაა ჩაშენებული, რომლის საშუალებითაც ეკრანზე ინტერიერის დეტალის, ორნამენტის, ნახატის, ან თქვენივე ფოტოს გამოტანაა შესაძლებელი. კედლის გენერაციის ფუნქციით კი ტელევიზორი სრულიად იკარგება განთავსებულ გარემოში.
QLED 8K შექმნილია იმისათვის, რომ მიაღწიოს ესთეტიკურ სრულყოფილებას საკუთარი დიზაინერული გადაწყვეტილებით, მინიმალური ჩარჩოთი და დაშორებით კედლიდან. ეს ტელევიზორები სრულყოფლების მოყვარულთათვის არის შექმნილი.
საქართველოში 8K რეზოლუციის QLED 8K ტელევიზორები სამსუნგის პარტნიორ მაღაზიათა ქსელებში იყიდება. წარმოდგენილია Q700T, Q800T, Q950TS მოდელები სხვადასხვა ეკრანის ზომებითა და მახასიათებლებით.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები