ადგილობრივმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის ქცევის კოდექსსა და მემორანდუმს ხელი მოაწერეს. ამ ხელმოწერით ისინი ადასტურებენ, რომ კენჭისყრის მიმდინარეობისას მონიტორინგს ყველა სტანდარტის დაცვით განახორციელებენ.

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი ერთობლივი მისიით, ქვეყნის მასშტაბით 10 რეგიონში 100 კაციანი სადამკვირვებლო მისიით, მობილური ჯგუფების მეშვეობით დააკვირდება.