მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეები კანონდარღვევით ეწევიან მმართველი პარტიის აგიტაციას — GMC
საქართველოს მედია-კლუბმა, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობებში წინასაარჩევნო გარემოს აკვირდება, მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.
ორგანიზაციის ცნობით, კვლავ პრობლემად დარჩა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, აგრეთვე, მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებისა და მოსამსახურეების საარჩევნო კამპანიაში საარჩევნო კოდექსის დარღვევით მონაწილეობა და სოციალურ ქსელებში მმართველი პარტიისა და მისი კანდიდატების სასარგებლოდ აგიტაცია.
"მიუხედავად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის 7 ოქტომბრის რეკომენდაციისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების საჯარო მოსამსახურეებმა "თავი შეიკავონ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობისგან, მათ შორის, სოციალური ქსელების გამოყენებით, სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს", აღნიშნული პრაქტიკა კვლავ გაგრძელდა", — ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.
საქართველოს მედია-კლუბის ინფორმაციით, ამგვარი ფაქტები გამოვლინდა ხულოს, ჩხოროწყუს, ზუგდიდის, ვანის, ტყიბულის, თერჯოლის, სამტრედიის, ხარაგაულის, ამბროლაურის, ონისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში. ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ კანონდამრღვევ საჯარო მოხელეთა რაოდენობა გაცილებით მეტია.
"ვინაიდან ჩვენთვის არ არის ცნობილი მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა სრული სია, ორგანიზაციამ შეძლო მხოლოდ იმ ადგილობრივ საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა ფეისბუქის პირადი გვერდების მონიტორინგი, რომელზეც მას ხელი მიუწვდებოდა. ამიტომაც, ანგარიშში ასახული დარღვევების რაოდენობა, დიდი ალბათობით, სრულად არ ასახავს მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებისა და მოსამსახურეების მხრიდან კონკრეტული პარტიის მხარადასაჭერად ფეისბუქის გვერდების გამოყენების ფაქტების რაოდენობას", — ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.
"საქართველოს მედია-კლუბი, ასევე, აღნიშნავს, რომ საჯარო მოხელეთა დიდი ნაწილი მხოლოდ ფორმალურად იცავს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნას. ორგანიზაციის ინფორმაციით, ხშირია შემთხვევები, როდესაც თვითმმართველობის მოხელეები ფეისბუქის პირად გვერდზე მმართველი პარტიის მხარდამჭერ ინფორმაციას სამუშაო საათების დაწყებამდე 1-2 წუთით ადრე, ან პირიქით — დასრულებიდან 1-2 წუთის შემდეგ აზიარებენ. ამით, ერთი მხრივ, ფორმალურად იცავენ საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნას, თუმცა, არსობრივად არაფერი იცვლება", — მიიჩნევენ ორგანიზაციაში.
საქართველოს მედია-კლუბის მეორე შუალედური ანგარიში მოიცავს 1 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით დაფიქსირებულ დარღვევებს. მონიტორინგი, ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის — წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი გარემოს შესაქმნელად ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგი", — ფარგლებში ხორციელდება.
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
კომენტარები