დღეიდან სეზონურ გრიპზე ფართო რისკჯგუფებში შემავალი ადამიანების აცრა დაიწყება — გამყრელიძე

ფოტო: სქრინშოტი ვიდეოდან/ფორმულა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეიდან, 30 ოქტომბრიდან ფართო რისკჯგუფებში შემავალი ადამიანების აცრა დაიწყება. გამყრელიძის თქმით, ფართო რისკჯგუფებში შედიან:
- სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები;
- დიაბეტიანი პაციენტები;
- 65 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები, რომლებსაც ქრონიკული, გულსისხლძარღვთა და ფილტვების ქრონიკული-ობსტრუქციული დაავადებები აწუხებთ.
NCDC-ის ხელმძღვანელის ცნობით, აგრეთვე, აიცრებიან ჯარისკაცები, პატრულის, ვებ ლაბორატორიის თანამშრომლები, ფრინველებთან მომუშავე პერსონალი და სხვა. მისივე თქმით, 77 000 დოზა გუშინ, 29 ოქტომბერს ღამით შემოვიდა და ის ქვეყნის მასშტაბით უკვე გადანაწილდა.
"პირველ ნოემბერს 110 000 დოზა უნდა შემოვიდეს, ნოემბრის შუა რიცხვებში 23 000 შემოვა. როგორც მაქვს ინფორმაცია 40 000 კერძო სექტორს შემოაქვს", — განაცხადა გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
30 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა — 2 906, გარდაიცვალა — 12.
ქვეყანაში ჯამში 37 263 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის, 19 810 გამოჯანმრთელდა, ხოლო 285 გარდაიცვალა. ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 070, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 4 200, ხოლო კოვიდ სასტუმროებში — 2 324.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები