განახლება: კარგი, ნორმალური ცხოვრება — ურიგოდ შესულმა ბუბა კიკაბიძემ არჩევანი გააკეთა

გაერთიანებული ოპოზიციის, ნაციონალური მოძრაობისა და ძალა ერთობაშიას სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძე სავარაუდოდ 2-ჯერ მივიდა არასწორ უბანზე.

ის თავდაპირველად 55-ე სკოლასთან მივიდა, სადაც უთხრეს, რომ არ იყო რეგისტრირებული ადგილზე. ადგილზე მყოფი ჩვენი კორესპონდენტის სიტყვებით, ამის შემდეგ მან თამბაქო მოწია, შემდეგ კი 71-ე უბანზე ურიგოდ შესვლა სცადა, რაშიც ადგილზე მყოფებმა ხელი შეუშალეს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ

მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები 8 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. უბნები დღეს 20:00 საათზე დაიხურება.

ისტორიაში პირველად, არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული, 120/30-ზე სისტემით გაიმართება.

გაიგეთ მეტი არჩევნებზე: