რადიკალური ოპოზიცია ხელოვნურად ცდილობს დაძაბულობის შექმნას — კახიანი ყიზილაჯლოს დაპირისპირებაზე
ქართული ოცნების წარმომადგენელი, გიორგი კახიანი აცხადებს, რომ მარნეულში საარჩევნო უბნებში შექმნილი დაძაბულობა ხელოვნურია. მისი თქმით, იქ მმართველ პარტიას დიდი მხარდაჭერა აქვს, შესაბამისად, ოპოზიციამ აღნიშნული უბანი "პროვოკაციებისთვის შეარჩია".
"მოვიდა ინფორმაცია, რომ გარკვეული დაძაბულობა არის უბანზე. მოვედი, რომ გავრკვეულიყავი, რა ხდება და ნათელია ჩემთვის, რაც ხდება. რასაც ჩვენ აქამდე ვამჩნევდით, იქმნება ხელოვნური მცდელობები, რომ დაიძაბოს სიტუაცია. ყოველ შემთხვევაში, ასეთი სურათი წარმოჩინდა საზოგადოების წინაშე, რომ ამ პროცესს ჩრიდილი მიაყენოს. სინამდვილეში, ეს არის ხელოვნურად შექმნილი კონფლიქტი. ხელოვნურად ხდება სიტუაციის დაძაბვა, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგნელებისა და მათთან დაკავშირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან. ეს არის უბანი, სადაც, ძალიან დიდი ალბათობთ, ჩვენს წარმოამდგენლებს აქვთ ძალიან დიდი მხარდაჭერა და როგორც ჩანს, ამ გათვლებითაც შეარჩიეს ეს უბანი პროვოკაციებისთვის. მაგრამ არჩევნები აუცილებლად ჩატარდება, გაგრძელდება ჩვეულებრივ რეჟიმში და ყველა მოქალაქე მიიღებს მონაწილეობას", — განაცხადა მან.
დღეს, ყიზილაჯლოში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხმაური იყო და იქ ხმის მიცემის პროცედურა შეწყდა. როგორც ვიდეო კადრებში ჩანს, #89 საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და მობილიზებულია პოლიციაც.
ადგილზე მყოფი დამკვირვებლების თქმით, ყველა ოპოზიციური წარმომადგენლის დამკვირვებელი უბნიდან გააძევეს. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები კი უბნის დახურვას ითხოვდნენ, რადგან მათი განცხადებით, იქ არჩევნების გაყალბების შემთხვევები ფიქსირდებოდა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ
დღეს 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს პირველად, საარჩევნო სისტემა ყველაზე მეტად მიუახლოვდა სრულად პროპორციულს და არჩევნების 120/30 მანდატების თანაფარდობით ტარდება. აღნიშნული 8 მარტს ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე გადაწყდა. იქვე, სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია, ასევე, შეთანხმდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, იგი — 1%-ია.
მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები 8 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. უბნები დღეს 20:00 საათზე დაიხურება.
ისტორიაში პირველად, არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული, 120/30-ზე სისტემით გაიმართება.
გაიგეთ მეტი არჩევნებზე:
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები