7 მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც, ალბათ, არჩევნების გამო გამოგრჩათ
31 ოქტომბრის დილის 8 საათზე საარჩევნო უბნები გაიხსნა და მას შემდეგ მთელი დღის განმავლობაში ყველას ყურადღება საქართველოს პარლამენტის არჩევნებისკენაა მიმართული. გასაკვირი არ არის, რომ ამის გამო, შესაძლოა, სხვა ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი გამოგრჩათ, რომელთაც ამ სტატიაში ერთად მოვუყარეთ თავი, რათა გაიგოთ, რა ხდებოდა უკანასკნელ საათებში საქართველოს საზღვრებს გარეთ.
1. მსახიობი შონ კონერი გარდაიცვალა
შოტლანდიელი მსახიობი შონ კონერი, რომელსაც მაყურებლები ყველაზე კარგად ჯეიმს ბონდის როლით იცნობენ, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მსახიობის კარიერა, რომელიც 1950-იან წლებში დაიწყო, 80-ზე მეტ სამსახიობო როლს მოიცავს. მათ შორის 1987 წელს გამოსულ ფილმში ხელშეუხებლები (The Untouchables) შესრულებული ჯიმ მელოუნის როლით ბაფთას ორი, ოქროს გლობუსისა და ოსკარის ჯილდოები მოიპოვა.
2. პოლონეთში აბორტის აკრძალვის საწინააღმდეგო ყველაზე მასშტაბური აქცია გაიმართა
The Guardian-ის ცნობით, დაახლოებით 100 000 ადამიანი გამოვიდა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავის ქუჩებში, რათა ხელისუფლების მიერ აბორტის შეზღუდვის ახალი კანონპროექტი გაეპროტესტებინათ.
პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 22 ოქტომბერს მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქალების რეპროდუქციული უფლებები კიდევ უფრო შეზღუდა — აბორტის გაკეთება აიკრძალა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩანასახს ფიზიკური პათოლოგია აქვს.
3. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მუსლიმებმა საფრანგეთის საწინააღმდეგო აქციები გამართეს
პაკისტანში, ბანგლადეშში, ლიბანსა და კიდევ სხვა რამდენიმე ქვეყანაში მუსლიმი მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა საპროტესტო აქციები გამართა, რომლის ფარგლებშიც ფრანგულ პროდუქციას ბოიკოტი გამოუცხადეს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის დასჯა მოითხოვეს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში საფრანგეთის ხელისუფლების შეფასებით, ქვეყანაში რამდენიმე ტერორისტული აქტი განხორცილდა: ჯერ პარიზთან ახლოს თავი მოკვეთეს სკოლის მასწვლებელს, რომელმაც თავის რამდენიმე მოსწვალეს მუჰამედის კარიკატურა აჩვენა, 29 ოქტომბერს კი ქალაქ ნიცის ეკლესიაში სამი ადამიანი დანით მოკლეს.
BBC-ის ინფორმაციით, ამის გამო პრეზიდენტმა მაკრონმა ისლამს "კრიზისში მყოფი რელიგია" უწოდა და აღნიშნა, რომ ყველას აქვს უფლება მუჰამედის კარიკატურა გამოიყენოს.
4. ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის მიერ აშშ-ში TikTok-ის აკრძალვა შეაჩერა
ტრამპის ადმინისტრაციიის მიერ 28 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 12 ნოემბრიდან აშშ-ში აპლიკაცია TikTok აიკრძალებოდა, დროებით შეჩერებულია.
ეს გადაწყვეტილება ამერიკის ფედერალურმა სასამართლომ TikTok-ის სამი დამფუძნებლის საჩივრის შემდეგ მიიღო, რომლებიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას საკამათოდ მიიჩნევენ.
5. ხელოვნურმა ინტელექტმა უსიმპტომო კორონავირუსის ამოცნობა ტელეფონში ჩაწერილი ხველების გაანალიზებით შეძლო
MIT-მ გამოაქვეყნა ცნობა ახალშექმნილი ხელოვნური ინტელექტის შესახებ, რომელიც მობილურში ჩაწერილი აპლიკაციით ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს, მხოლოდ ხველის ჩანაწერით მარტივად გაიგოს, სიმპტომების გარეშე მიმდინარე კორონავირუსის ინფექცია ხომ არ აქვს.
მართალია, კორონავირუსით ინფიცირებულებს ძირითადად სხვადასხვა აშკარად გამოვლენილი სიმპტომები აღენიშნებათ, თუმცა მრავალი ადამიანის ორგანიზში დაავადება სიმპტომების გამოვლენის გარეშე მიმდინარეობს, რის გამოც ამ ახალი ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები განსაკუთრებით დამაიმედებლად გამოიყურება.
6. ორეგონის შტატში მძიმე ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას განიხილავენ
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ორეგონის შტატის მცხოვრებლები საკუთარ მოსაზრებას დააფიქსირებენ იმის შესახებ, უნდა მოხდეს თუ არა მძიმე ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია.
ამ კანონის მხარდამჭერები მოითხოვენ, რომ მცირე ოდენობის ნარკოტის მოხმარება ლეგალური გახდეს სპეციალურ სამკურნალო ცენტრებსა და ციხეებში. ოპონენტები კი მიიჩნევენ, რომ ეს კანონი მძიმე ნარკოტიკების მოხმარების გაზრდის რისკს შეიცავს. BBC-ის ინფორმაციით, თუ ეს კანონი ძალაში შევა, პირველი პრეცედენტი იქნება აშშ-ში, როცა მძიმე ნარკოტიკის მიღება გარკვეულ შემთხვევებში ლეგალური გახდება.
7. ინგლისში, შესაძლოა, მკაცრი კარანტინი კვლავ გამოცხადდეს
ინგლისში შესაბამისი დარგის სპეციალისტები ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს მოუწოდებენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო უსაფრთხოების ზომები კვლავ გამკაცრდეს. ამასთან დაკავშირებით მალე ჯონსონი პრესკონფერენციას გამართავს, რომლისგანაც ელოდებიან, რომ პრემიერმინისტრი მართლაც გაითვალისწინებს რეკომენდაციებს და ქვეყანაში მკაცრი კარანტინი კვლავ გამოცხადდება.
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
კომენტარები