ცესკოს განახლებები გლდანისა და სამგორის ინცინდენტებსა და სხვა საკითხებზე
როგორც ცესკოს სხდომაზე განაცხადეს, ისანში კენჭისყრის პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს. ანა მიქელაძის თქმით, საარჩევნო უბანზე იყო ბევრი ამომრჩეველი, თუმცა არ ყოფილა არანაირი შეფერხება და ამ ეტაპზე საარჩევნო პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს.
კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, მიქელაძე ამომრჩევლებს მოუწოდებს, საარჩევნო უბნის გარეთ თავად უზრუნველყონ დისტანციის დაცვა.
რაც შეეხებათ რიგში მყოფ იმ ადამიანებს, რომლებსაც ხმა ჯერაც არ მიუციათ, ანა მიქელაძის თქმით, ისინი არჩევანის გაკეთებას 8 საათის შემდეგაც შეძლებენ:
"იმ შემთხვევაში, თუკი ამომრჩეველი იმყოფება რიგში 8 საათზე, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ კომისიის თავმჯდომარე გამოდის, ის იწერს ბოლო ამომრჩევლის მონაცემებს და ის პირები, რომლებიც დგანან რიგში, მათ 8 საათის შემდეგაც აქვთ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. შესაბამისად, აღნიშნული ამომრჩევლები, რომლებიც იქ იქნებიან 8 საათისათვის, ისინი საკუთარ კონსტიტუციურ უფლებას განახორციელებენ".
გლდანისა და სამგორის ინციდენტებზე მიქელაძე აცხადებს, რომ უბნების გარეთ მიმდინარე მოვლენებს შეუძლია საარჩევნო პროცესის დაზიანება, ამიტომ მხარეებს სიმშვიდისა და ეთიკური ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს:
"ჩვენს კომპეტენციას სცდება უბნის გარეთ საკითხის შესწავლა. არსებობს შესაბამისი უწყებები, რომლებიც ამ საკითხზე მოახდენენ რეაგირებას".
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახურის სიტყვებით, მარკირების შემოწმებასთან დაკავშირებით ამ დროისთვის დაწერილია 11 საჩივარი, რომელიც შესულია საოლქო საარჩევნო კომისიებში:
"ძირითადად ეს ეხება მარკირების წესის დარღვევას, კონკრეტულად იმას, რომ არ ხდებოდა ამ 11 შემთხვევაში მარკირების შემოწმება ამომრჩევლებისათვის. საჩივარი არის დაწერილი ამაზე და, რა თქმა უნდა, ადმინისტრაციას ექნება შესაბამისი რეაგირება. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ამის შემდეგ მსგავსი ფაქტები ამ კონკრეტულ უბნებზე აღარ დაფიქსირებულა".
მიქელაძის განცხადებით, 3 საათის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების რაოდენობა გაიზარდა და მათი უმრავლესობა პროცედურულ ხარვეზებს წარმოადგენს:
"მაგალითად, ესაა საკონტროლო ფურცლის არასრულყოფილი ან არასწორი შევსება, რაც დაფიქსირდა გარდაბნის #52-ე საარჩევნო უბანზე, ასევე ნაძალადევის #მე-13 საარჩევნო უბანზე, წყალტუბოს #68-ე უბანზე. გარდა ამისა, საჩივრები არის მარკირების წესების დარღვევასთან დაკავშირებით, ხმის მიცემის პროცედურის დარღვევა იყო რამდენიმე შემთხვევაში და იყო რამდენიმე შემთხვევა, რომელიც უკავშირდებოდა სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებას. დამატებით უფრო დეტალურ ინფორმაციას საჩივრების შესახებ მოგვიანებით მოგაწოდებთ".
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები