ლელო არ აღიარებს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგს და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. პარტიაში აცხადებენ, რომ როგორც წინასაარჩევნო პერიოდი, ისე უშუალოდ არჩევნები მიმდინარეობდა დაშინების, მოსყიდვის, ძალადობისა და გაყალბების ფონზე.

"2020 წლის არჩევნები უნდა ყოფილიყო გარდამტეხი ჩვენი ქვეყნისთვის. ქართულმა ოცნებამ არჩევნების წინა პერიოდი და არჩევნების დღე აქცია დაშინების, მოსყიდვის, ძალადობის და გაყალბების პროცესად. არჩევნები, რომელიც არ გამოხატავს თავისუფალი ადამიანების ნებასვერ იქნება ლეგიტიმური. ლელო არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგს. მოვუწოდებთ ამომრჩეველს და სამოქალაქო საზოგადოებას ერთიანობისკენ.

ლელო არ შეეგუება საქართველოში ხელისუფლების მიტაცებას და ქართული ოცნების მიერ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის დასამარებას", — აცხადებენ პარტიაში.

ცესკოს პირველადმა შედეგებმა ოპოზიციის კრიტიკა და გაღიზიანება გამოიწვია. პოლიტიკური პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგები რეალობას არ ასახავს. გვიან ღამით ისინი ცესკოს ოფისთან შეიკრიბნენ და გააპროტესტეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

დღეს, პირველ ნოემბერს 16:00 საათზე ოპოზიცია საპროტესტო აქციას გეგმავს, სადაც გაჟღერდება მათი გეგმებისა და მოთხოვნების შესახებ.