ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდში, გიგი უგულავა ამბობს, რომ არსებული არჩევნების შედეგებით პარლამენტში არ შევიდოდა. რა პოზიცია აქვს ამასთან დაკავშირებით მის პარტიას ჯერ უცნობია.

უგულავას თქმით, ევროპული საქართველო არჩევნების შედეგს არ აღიარებს. სამოქმედო გეგმა კი სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად უნდა დაისახოს.

"ევროპული საქართველო ვთვლით რომ არ იყო არჩევნები და არ ვცნობთ ამ არჩევნების უფლებამოსილებას. ვინც იქ გავიდნენ, იმ ადამიანებს უნდა დაველაპარაკოთ და, საბოლოოდ, პოზოიცია ჩამოყალიბდება დღეს ან ხვალ", — განაცხადა უგულავამ.

არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს. პარტიების ნაწილი ამბობს, რომ სადეპუტატო მანდატებზე უარი თქვან, რათა რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს.

დღეს, პირველ ნოემბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება.