გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიები განიხილავენ საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის ვერსიას. ამის შესახებ მან ლეიბორისტული პარტიის ოფისში, ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ, ფორმულასთან განაცხადა.

"ჯერჯერობით პოზიცია ჩამოყალიბებული ამასთან დაკავშირებით არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს, მარა ერთ-ერთ ვერსიად ეგეც განიხილება", — ამბობს ჯაფარიძე.

ცესკოს პირველადმა შედეგებმა ოპოზიციის კრიტიკა და გაღიზიანება გამოიწვია. პოლიტიკური პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგები რეალობას არ ასახავს. გვიან ღამით ისინი ცესკოს ოფისთან შეიკრიბნენ და გააპროტესტეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

ამ წუთებში ოპოზიცია რუსთაველზე საპროტესტო აქციას მართავს. აქციამდე, პარტიების ლიდერები ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეიკრიბნენ და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

გაიგეთ მეტი: