მიმდინარეობს ოქმების რევიზია, შედეგი იქნება ზუსტად ის, რაც იყო საარჩევნო ყუთში — ჟვანია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია ღამის კურიერთან საუბარში აცხადებს, რომ არჩევნები არ დასრულებულა, საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს ოქმების დამუშავება და ოფიციალური მონაცემები იქნება უფრო ზუსტი, ვიდრე უკვე ცნობილი წინასწარი შედეგები.
"არჩევნები და შედეგები არის ზუსტად ის, რაც ხდებოდა საარჩევნო უბნებზე; რასაც აკეთებდა 42 ათასი კომისიის წევრი და რომელშიც, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრებიც შედიოდნენ; რასაც უყურებდა და აკვირდებოდა 80 ათასზე მეტი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი დამკვირვებლები და საერთაშორისო დამკვირვებლები", — ამბობს ჟვანია.
ცესკოს თავმჯდომარის თქმით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებული ოქმებში რამდენიმე სახის პრობლემაა, რაც საზოგადოებაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
"პირველი, ეს არის ოქმები, რომლებიც მაჟორიტარული სახის არის და ტრიალებს, თითქოსდა იქ აკლია ხმები, მაგრამ, მაჟორიტარულ ნაწილში არ იღებს ის ამომრჩეველი ზუსტად მონაწილეობას, ვინც პროპორციულში. ეს არის აბსოლუტურად გამართული ოქმები, მაგრამ, ტრიალებს როგორც ყალბი.
მეორე, რომლებსაც ახლავს შესწორებული ოქმები, მაგრამ, მხოლოდ ძირითადი ოქმები ვრცელდება და ის შესწორებული 20 ხმა იქნება, 5 თუ 10 ხმა, მიზანმიმართულად არ არის გამოტანილი.
მესამე, რომელშიც, შეიძლება, მართლა იყოს შეცდომა და არ ახლდეს შესწორების ოქმი, მაგრამ, ეს საკითხები, რა თქმა უნდა, ოლქის მიერ განხილული იქნება", — აცხადებს თამარ ჟვანია.
მისი თქმით, ცესკო ასწორებ ოქმებს, შეჰყავს შესწორებული ოქმების მონაცემები, განიხილავს საჩივრებს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოაქვეყნებს ოფიციალურ შედეგებს.
"დღეს მიმდინარეობს ამ ოქმების რევიზია. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესული შედეგების თვალსაზრისით, გასწორება, ამავდროულად, რა თქმა უნდა, შესწორების ოქმების შეყვანა. კიდევ უფრო მეტიც, საჩივრები იქნება განხილული ამ საკითხებთან დაკავშირებით და თითოეული შემთხვევაზე, ნებისმიერი პოლიტიკოსი რასაც დააფიქსირებს სამართლებრივი გზით, იქნება რეაგირება. იქნება შედეგი ზუსტად ის, რაც არის საარჩევნო ყუთში", — განაცხადა თამარ ჟვანიამ.
ცესკოს წინასწარი შედეგების გამოქვეყნებისთანავე ოპოზიციონერმა ლიდერებმა საუბარი დაიწყეს არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე. მეორე დღეა პარლამენტის შენობასთან აქციები მიმდინარეობს, სადაც შეკრებილი საზოგადოება რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს. პროპორციული არჩევნებით პარლამენტში შესულმა ცხრა პარტიიდან რვამ — ყველამ, გარდა ქართული ოცნებისა — უარი თქვა მანდატებზე და საზოგადოებას კვირას, 8 ნოემბერს დაანონსებულ ფართომასშტაბიან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.
გაიგეთ მეტი:
- ალეკო ელისაშვილის პარტია მოქალაქეები საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს
- გირჩი პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს
- ევროპული საქართველო პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს
- ენმ — ძალა ერთობაშია პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს
- ანა დოლიძე გაერთიანებული ოპოზიციის აქციებს უერთდება
- სტრატეგია აღმაშენებელი პარლამენტში არ შევა
- ლელო პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს
- არ შევალთ პარლამენტში — პატრიოტთა ალიანსი არჩევნების ბათილად ცნობას ითხოვს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები