თოდუას კლინიკის რეკომენდაციები ათეროსკლეროზის რისკ ჯგუფში შემავალ ადამიანებს
ათეროსკლეროზი გავრცელებული პათოლოგიაა, რომელსაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის საგრძნობი გაუარესება და ლეტალური შედეგიც კი შეიძლება მოჰყვეს. ელასტიური და კუნთოვან-ელასტიური არტერიების ეს დაზიანება, ლიპიდური და ცილოვანი ცვლის დარღვევას უკავშირდება, შედეგად იწვევს სისხლძარღვში ქოლესტერინის და ლიპოპროტეიდების ზოგიერთი ფრაქციების დაგროვებას.
ათეროსკლეროზი მიოკარდიუმის ინფარქტის მაპროვოცირებელი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია; ეს დაავადება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული განყოფილების 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში 40 წუთში ერთ ადამიანს ემართება.
თოდუას კლინიკის კარდიოლოგი ნანო ემუხვარი ათეროსკლეროზზე, ამ პათოლოგიის პრევენციასა და იმ რეკომენდაციებზე გვესაუბრა, რომელთა გათვალისწინებაც მოქალაქეებისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია.
— ათეროსკლეროზის მკურნალობის რა მეთოდები გამოიყენება მსოფლიოში და რამდენად სრულყოფილად არის დანერგილი ეს სტანდარტები საქართველოში?
— დაავადება მთელი მსოფლიოს პრობლემას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მკურნალობის ტაქტიკაც ყველგან ფაქტობრივად ერთნაირია. თოდუას კლინიკაში ევროპულ რეკომენდაციებს მივყვებით, რომლებიც პაციენტების სწორად მკურნალობაში გვეხმარება.
უმთავრესი რეკომენდაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვაა, რაც, თავის მხრივ, კვებითი რეჟიმის მოწესრიგებასა და ცხოველური ცხიმის რაოდენობის მკვეთრად შემცირებას გულისხმობს. მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ თუ კვების რაციონში გაიზრდება მცენარეული ცხიმის, თევზის, ხორცის, მსხვილმარცვლოვანი და უჯრედისის შემცველი პროდუქტები, პათოლოგიის განვითარების რისკი 15-20%-ით მცირდება. მაგ: შემწვარი ღორის ხორცი საქართველოში განსაკუთრებით უყვართ, ის კი ცხოველური ცხიმით, ქოლესტერინით გაჯერებულია, ამიტომ მისი მიღება ამ დაავადების განვითარებას ხელს უწყობს.
მედიკამენტოზური მკურნალობა მაშინ ხდება საჭირო, როდესაც ჯანსაღი ცხოვრების წესი და ამავდროულად ფიზიკური აქტივობა არ არის დაცული. ამ შემთხვევაში ვიყენებთ სტატინებს — ჰიპოლიპიდემიურ, ყველაზე ეფექტიან პრეპარატებს.
— როგორ მიმდინარეობს დიაგნოსტიკისა და პათოლოგიის მკურნალობის ეტაპები თოდუას კლინიკაში?
— როდესაც პაციენტი მოგვმართავს, პირველ რიგში, ვადგენთ ანამნეზიდან გამომდინარე აქვს თუ არა მას ათეროსკლეროზისკენ გენეტიკური მიდრეკილება. ამის შემდეგ, სისხლში ლიპიდური სპექტრის განსაზღვრით ვიგებთ მასში მეტად საყურადღებო, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების რაოდენობას. ასევე ვიყენებთ კორონარული არტერიების კტ (კონტრასტირების გარეშე) გამოკვლევას, რომლის საშუალებითაც სისხლძარღვთა კალციფიცირების დონის განსაზღვრაა შესაძლებელი. ეს გახლავთ ათეროსკლეროზის ადრეული გამოვლინება, რაც, თავის მხრივ, ასოცირებულია გულ-სისხლძარღვთა მოვლენების განვითარებასთან.
დიაგნოსტიკის პროცესში აუცილებელია გულის ექოსკოპიისა და ელექტროკარდიოგრამის გადაღება, რათა მოხდეს გულის ფუნქციური უნარის შეფასება.
ბოლოს, კარდიოლოგი კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე სვამს დიაგნოზს და ნიშნავს შესაბამის ადექვატურ მკურნალობას, რაც ასევე მოიცავს ჯანსაღი ცხოვრების წესს.
— ვინ ხვდება ათეროსკლეროზის რისკ ჯგუფში და რას ურჩევდით ამ ადამიანებს?
სამწუხაროდ, ათეროსკლეროზის გაახალგაზრდავების ტენდენცია შეინიშნება. დღეს ისეთი რისკ ფაქტორები, როგორიცაა მწეველობა, სიმსუქნე, ჰიპოდინამიურობა ქმნის ამ დაავადების გავრცელების პირობებს.
კვლევების მიხედვით, ჰორმონალური სტატუსი ქალებს კლიმაქტერულ ასაკამდე იცავს. დაავადების გავრცელების მაჩვენებელი 45-55 წლამდე ასაკის ქალებში შედარებით დაბალია და ამ ასაკობრივი ნიშნულის შემდეგ იზრდება. პათოლოგია, სტატისტიკურად, უფრო ხშირად მამაკაცებს ემართებათ, თუმცა ორივე სქესის პრობლემას წარმოადგენს.
რაც შეეხება რჩევებს: სასურველია ფიზიკური აქტივობა, დღის განმავლობაში სუფთა ჰაერზე 20-30 წუთის მანძილზე სწრაფი ნაბიჯით სეირნობა, კვირაში დაახლოებით 3,5-7 საათი საშუალო ან ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა.
გარდა ამისა, დღის განმავლობაში 3-4-ჯერ ჯანსაღი საკვების მიღება: თევზი, მარცვლეული, შინ მომზადებული იოგურტები, მცენარეული ცხიმები, პარკოსნები, უჯრედისის შემცველი პროდუქტები. ამ საკვებში არ მოიაზრება შემწვარი, ცხარე და მარილიანი კერძები.
— პათოლოგიის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა რამდენად დიდ როლს თამაშობს მკურნალობაში?
— ყოველთვის ვამბობ, რომ ადრეული დიაგნოსტიკა გადამწყვეტია. თუ დროულად დავადგენთ, სისხლში ლიპოპროტეინებისა და ქოლესტერინის მომატებულ რაოდენობას, დავიცავთ ცხოვრების ჯანსაღ წესს და ფიზიკურ აქტივობას მივმართავთ, პრობლემასთან ბრძოლა ნაადრევად დაიწყება და მის პროგრესს ხელს შევუშლით.
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
კომენტარები