პროკურატურა სამაჯურის მოხსნის გამო მელიასთვის 100 000-ლარიან გირაოს და საზღვრის კვეთის შეზღუდვას ითხოვს
შესწორება: სტატიის თავდაპირველი სათაური იყო "პროკურატურა სამაჯურის მოხსნის გამო ნიკა მელიას პატიმრობას ითხოვს". ამას ამბობდა როგორც მელიას ადვოკატი, ასევე, ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახური. მოგვიანებით პროკურატურამ დააზუსტა, რომ გირაოს და საზღვრის კვეთის შეზღუდვას ითხოვს.
პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გამკაცრებას ითხოვს. მათი განცხადებით, მელიამ სამაჯურის მოხსნით აღკვეთის ღონისძიებები დაარღვია და უფრო მკაცრი ღონისძიებით სასამართლოს სწორედ ამიტომ მიმართეს.
"პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 100 000 ლარის ოდენობით შეფარდებას და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესებას ითხოვს", — ამბობენ უწყებაში.
აღსანიშნავია, რომ ნაციონალური მოძრაობა ნიკა მელიას პატიმრობის მოთხოვნაზე საუბრობდა. ამავეს ამბობს On.ge-სთან მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი. მისი ინფორმაციით, სასამართლოდან შეატყობინეს, რომ პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. როგორც ადვოკატი განმარტავს, მელიას გირაო აქამდეც ჰქონდა შეფარდებული და კანონის მიხედვით, გამკაცრება მხოლოდ პატიმრობის მოთხოვნაა.
ამ თემაზე კომენტარი უკვე გააკეთა ნიკა მელიამ. იგი ამბობს, რომ სამაჯურს არ გაიკეთებს.
"მე მეგობრებთან ერთად მზად ვარ ბოლომდე ბრძოლისთვის და ეს ბრძოლა იქნება ხალხის გამარჯვებით დამთავრებული. ამ სამაჯურს მე ხელზე არ გავიკეთებ გამორიცხულია, თუ აქვს იმის იმედი, რომ ამ სამაჯურს ხელზე გავიკეთებ ძალიან სცდება ივანიშვილი", — განაცხადა მელიამ.
აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ პროცესი დღეს 5 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.
1 ნოემბერს ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ საპროტესტო აქციაზე ელქტროსამაჯური მოიხსნა. როგორც ის ამბობს, სამაჯურის ტარებას აღარ აპირებს.
"ეს არის უსამართლობის სიმბოლო. ეს არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე აღარ შევიბამ. გამორიცხულია. ზუსტად ვიცი, ვიჯდები მე ციხეში თუ ვიქნები თქვენთან ერთად იმ ბრძოლაში უახლოეს დღეებში, ერი გაიმარჯვებს", — განაცხადა ნიკა მელიამ.
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები