ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ ნათია თურნავა ამჟამად თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს.

გუშინ, 2 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასაც. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ის მკურნალობას სახლში აგრძელებს.

გარდა ამისა, კორონავირუსი დაუდასტურდა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ნათია მეზვრიშვილსაც.

თვითიზოლაციაშია გადასული განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელი.