ოპოზიციამ ბათუმში, მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გამართა. ისინი 31 ოქტომბრის შედეგებს აპროტესტებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

აქციაზე შეკრებილები არჩევნების თავიდან ჩატარებას მოითხოვენ. როგორც სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, აქციებს ყოველდღიურად გამართავენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მოქალაქეები მთავრობის სახლთან ამჟამადაც შეკრებილები არიან.

ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ბარიერგადალახულმა რვავე პარტიამ საკანონმდებლო ორგანოს მანდატებზე უარი განაცხადა. გარდა ამისა, ოპოზიციამ უარი თქვა აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლაზე.