რატომ არის პრობლემური ღია სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაჯარიმება — IDFI-ს განმარტება
გუშინ, 3 ნოემბერს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირბადის ტარება ყველგან სავალდებულო გახდა, როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში. წინააღმდეგ შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა — 20 ლარი.
იმის დასაზუსტებლად, რა შემთხვევაში დაჯარიმდება მოქალაქე, რა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს მთავრობა On.ge მთავრობის ადმინისტრაციას დაუკავშირდა. როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, ღია სივრცეში მოქალაქემ პირბადე უნდა ატაროს ყველგან, განურჩევლად იმისა ხალხმრავალია ადგილი თუ არა.
რაც შეეხება სამართლებრივ რეგულაციას, რომლის საფუძველზეც მოქალაქეებს ჯარიმას გამოუწერენ, პრესსმასახურში გვითხრეს, რომ ამ საკითხს დააზუსტებდნენ, თუმცა დღის განმავლობაში ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.
დღეს, 4 ოქტომბერს გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება, რომლითაც ცვლილებები შევიდა 2020 წლის 15 ივნისის დადგენილებაში პირბადის ტარების წესის შესახებ. კერძოდ, პირველი მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით.
"ეს წესი განსაზღვრავს პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია ან/და დახურულ საჯარო სივრცეში, აგრეთვე პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით [მათ შორის, მეტროპოლიტენით] და ტაქსით [M1 კატეგორია] გადაადგილებისას პირბადის ტარების წესსა და პირობებს.
მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის "ა1" ქვეპუნქტი:
ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას".
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში (IDFI) აცხადებენ, რომ Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევისთვის გამოყენებული ჯარიმების კონსტიტუციურობაზე მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნები არსებობს. ორგანიზაციის განმარტებით, პარლამენტმა პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ცალკე სამართალდარღვევა გაითვალისწინა, საიდანაც ცხადად იკითხება, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42 11 მუხლი არ ითხოვს პირბადის ტარებას ღია სივრცეში და არც აკრძალული ქმედების შინაარსის გაფართოების უფლებას ანიჭებს საქართველოს მთავრობას.
"უფრო კონკრეტულად, საქართველოს პარლამენტმა სამართალდარღვევად მიიჩნია პირბადის ტარების წესის დარღვევა "დახურულ საჯარო სივრცეში", "საზოგადოებრივ ტრანსპორტში" და "ტაქსით" გადაადგილებისას. ამ მუხლის საფუძველზე, მთავრობამ შესაძლოა დააზუსტოს მხოლოდ ტექნიკური დეტალები, მაგალითად, რა არის პირბადე, როგორ უნდა ეკეთოს იგი ადამიანს, რა შემთხვევაში უნდა ეკეთოს დახურულ საჯარო სივრცეში და ა.შ.", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
IDFI-ს შეფასებით, საქართველოს მთავრობა საკუთარ უფლებამოსილებას გასცდა. კერძოდ, მან ექსკლუზიურად ამ ცვლილების მიღებისათვის სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა ნორმა, რომელიც მას უფლებამოსილებას ანიჭებს დროებით მოაწესრიგოს საკითხი, თუ იგი არ არის მოწესრიგებული საკანონმდებლო აქტით (კანონით).
"რეალურად, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ შესწორება შეიტანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის კონკრეტულად ჩამოყალიბებულ შემადგენლობაში, რაც არ უნდა ჩაითვალოს მოუწესრიგებელი საკითხის დროებით რეგულირებად. კანონმდებლობის ამგვარი განმარტება, განსაკუთრებით, პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმებთან მიმართებით კანონის უზენაესობას, სამართლებრივ უსაფრთხოებას და არაერთ ძირითად უფლებას", — აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
მათივე თქმით, მთავრობამ ხელოვნურად გაზარდა საკუთარი უფლებამოსილება და უხეშად შეიჭრა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ექსკლუზიურ კომპეტენციაში. IDFI აცხადებს, რომ ამგვარი ქმედება დემოკრატიული მმართველობისთვის საფრთხის შემცველ პრეცედენტს ამკვიდრებს და არღვევს, როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საკანონმდებლო აქტების მოთხოვნებს.
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
კომენტარები