როგორი იქნებოდა სიმპსონების ინტერიერის დიზაინი, უეს ანდერსონს რომ შეექმნა
უკვე სამი ათწლეულია, რაც სიმპსონები ეკრანებზე გადის და მართალია, ამ საკულტო ანიმაციური სიტკომის სამყარო მილიონობით მაყურებლის საყვარელი გარემოა, თუმცა ვაღიაროთ, რომ რამე, შოუს მთავარი გმირების სახლს ხელის შევლება არ აწყენდა.
სიმპსონების ოჯახი რეალურ სამყაროში რომ ცხოვრობდეს და თავიანთი სახლისთვის ინტერიერის დიზაინერის დაქირავება სურდეთ, ვინ იქნებოდა საუკეთესო კანდიდატი? სწორედ ამ კითხვაზე პასუხი კომპანია HomeAdvisor-მა გასცა და ამ სიტკომში ნაჩვენები რამდენიმე ცნობილი ინტერიერი კინორეჟისორ უეს ანდერსონის ესთეტიკით დააპროექტა.
უეს ანდერსონის შემოქმედება ცნობილია განსაკუთრებული პერფექციონიზმით: მის ყოველ კადრში ყველა ობიექტს მკაცრად განსაზღვრული ადგილი აქვს, რაც ჰარმონიულ განლაგებას ქმნის. აღარაფერს ვამბობთ ფერებზე, რომლებიც მაყურებლის თვალებს ნამდვილ სიამოვნებას ანიჭებს.
HomeAdvisor-ის დიზაინერთა გუნდმა უეს ანდერსონის ისეთი ცნობილი ფილმები ნახა, როგორებიცაა ტენენბაუმების ოჯახი, სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი თუ ამომავალი მთვარის სამეფო, რის შემდეგაც სიმპსონებისთვის ინტერიერი შექმნეს და ვნახოთ, რა გამოვიდა ამ ორი სამყაროს შერწყმით — ვინ იცის, იქნებ თქვენი სახლის დიზაინისთვისაც კი გამოგადგეთ იდეები.
სიმპსონების ოჯახის მისაღები ოთახი
აი, ასეთი იქნებოდა უეს ანდერსონის დიზაინით
კედელზე გემის ცნობილ ნახატთან ერთად სხვა ჩარჩოში ჩასმული ვიზუალებიც დაუმატეს, დივნის გვერდით კი ჟურნალების კალათაც დადგეს, ოჯახის ნებისმიერი წევრი მარტივად რომ მისწვდეს და დრო გაიყვანოს პრიალა ფურცლების თვალიერებით.
სამზარეულო
ასეთი იქნებოდა უეს ანდერსონის დიზაინით
მართალია, მაცივარს გამოცვლა არ აწყენდა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ აქ ყველაზე გემრიელი მაჭკატები გამოცხვებოდა, რომელსაც მერე ჟოლოსთან ერთად შეჭამდი.
ლიზა სიმპსონის საძინებელი
ასეთი იქნებოდა უეს ანდერსონის დიზაინით
ლიზა ამ საძინებელში თავს ტენენბაუმების ოჯახის წევრად იგრძნობდა.
მოს დუქანი
ასეთი იქნებოდა უეს ანდერსონის დიზაინით
ეს, ალბათ, მთვრალი კაცებისთვის მეტისმეტია: აქ ნატალი პორტმანი უნდა იჯდეს წითელი ღვინით ხელში სასტუმრო შევალიედან.
სპრინგფილდის ატომური სადგურის სექტორი 7-G
ასეთი იქნებოდა უეს ანდერსონის დიზაინით
დიახ, უეს ანდერსონი ატომური სადგურის ინტერიერსაც ნამდვილ სამოთხედ გადააქცევდა.
მისტერ ბარნის ოფისი
ასეთი იქნებოდა უეს ანდერსონის დიზაინით
კაცი, რომელსაც უნდა, საკუთარი ძალაუფლება კაბინეტის ინტერიერშიც კი ჩააქსოვს, სწორედ ასეთ დიზაინს მოიწონებდა.
სახლის თანამედროვე, გამორჩეული დიზაინით მოწყობაში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი მიჰაუსი დაგეხმარებათ. 12 000 კვ. მეტრზე გაშლილ სივრცეში თქვენ შეხვდებით 60 000-მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.
პროდუქციის ვირტუალურ ინტერიერში აღქმის შესაძლებლობით, ონლაინ მაღაზიით, სწრაფი მიტანის სერვისით, ლოიალურობის პროგრამებითა და სხვა უპირატესობებით მიჰაუსი თქვენი სახლის თუ სამუშაო სივრცის სიმყუდროვესა და კომფორტს უზრუნველყოფს.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები