მდინარაძე ოქმებში დისბალანსს კომისიის "დაუტრენინგებელ" წევრებს უკავშირებს
ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არჩევნების დღეს სპეციალურ უბანზე ტექნიკური ხარვეზები დაფიქსირდა. ის ხარვეზებს იმით განმარტავს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ და იზოლირებულ ამომრჩევლებთან მუშაობას სპეციფიკური ცოდნა ესაჭიროება, რაც კომისიის წევრებს არ ჰქონდათ. მისივე თქმით, დაუტრენინგებელი კომისიის წევრები ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ასეული იყო.
"სპეც. უბნებში კომისიის ძველი წევრები ახალი, პრაქტიკულად დაუნტრენინგებელი წევრებით იყვნენ ჩანაცვებულნი და ტექნიკური შეცდომები იყო ძალიან ბევრი. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ეს ხარვეზები არის ტექნიკური და პარტიას არავითარ უპირატესობას აძლევს. ესეც ნებისმიერ შემთხვევაში გადამოწმებადია", — განაცხადა მდინარაძემ.
ქართული ოცნების წარმომადგენელმა, აგრეთვე, ოქმებში არსებული დისბალანსი განმარტა. მდინარაძე ამბობს, რომ სპეციალური ყუთების მაჟორიტარულ ოქმებში, ფაქტობრივად, ყველგან ფიქსირდება დისბალანსი და ეს არის სრულიად ბუნებრივი, რადგან ოქმებში ინფიცირებული ან იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მხოლოდ ნაწილი დაემთხვა ისეთ ამომრჩეველს, რომელიც იმავე რაიონში იყვნენ ჩაწერილები, სადაც ხმას აძლევდნენ.
"ასეთი ამომრჩევლები მხოლოდ პარტიებს აძლევდნენ ხმას, მაჟორიტარულ კანდიდატებს კი მხოლოდ იმ ოლქში მაცხოვრებელი იზოლირებული პირი აძლევდა, თუ დაემთხვეოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში. ამიტომ მაჟორიტარის ოქმში გაცილებით ნაკლები ხმის მიმცემია დაფიქსირებული, ვიდრე ამომრჩევლის რაოდენობაა დაფიქსირებული ე.წ. სპეც. უბანზე", — ამბობს მდინარაძე.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოზე ბევრად დიდმა ქვეყნებმა იზოლაციაში მყოფ და ინფიცირებულ პაციენტების ხმის მიცემის რეალიზაცია კორონავირუსის პანდემიის გამო საერთოდ ვერ მოახერხეს.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში ხარვეზები და დისბალანსია.
ოქმებში არსებულ დისბალანსს გამოეხმაურა ცესკოც. მათი განმარტებით, სპეციალურ სიაში მყოფ ყველა ამომრჩეველს კანონმდებლობით არ აქვს შესაძლებლობა აირჩიოს მაჟორიტარი, თუ ის კონკრეტული მაჟორიტარული ოლქის ამომრჩეველი არ არის. მათი თქმით, სწორედ ამიტომ ვერ დაემთხვა და დაემთხვევა არჩევნებში ამომრჩეველთა რაოდენობა მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის მიღებულ ხმათა რაოდენობასა და ბათილი ბიულეტენების ჯამს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა აღნიშნული დისბალანსი პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი საარჩევნო უბნის ოქმის მაგალითხზე ახსნა.
31 ოქტმბრის არჩევნების ცესკოს გამოცხადებულ შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს. პარტიებმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი უკვე თქვეს.
პარლამენტის არჩევნები წელს პირველად პროპორციულთან მიახლოებული, 120/30-ზე სისტემით გაიმართა.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები