შემეცნება გართობით — წიგნების თაროს სკოლა დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის
მსოფლიო პანდემიამ განათლების ინდუსტრია არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა. მოსწავლეებსა და სტუდენტებს მოულოდნელად მოუწიათ სწავლების სრულიად დისტანციურ რეჟიმზე ადაპტირება. ეს პროცესი ბევრი უფროსკლასელისა და ზრდასრული სტუდენტისთვის აღმოჩნდა რთული. განსაკუთრებით გაუგებარ მდგომარეობაში კი დაწყებითი კლასის მოსწავლეები აღმოჩნდნენ, რომლებიც სკოლაში სიარულით არამხოლოდ ცოდნას, არამედ ფიზიკური განვითარებისთვის და სოციალური ცხოვრების დასაწყებად აუცილებელ უნარებს იძენდნენ.
ასეთ სიტუაციაში განსაკუთრებით მნიშველოვანია არაფორმალური და არააკადემიური საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ბავშვებს არამხოლოდ ცოდნის მიღების საშუალებას, არამედ გართობისა და სილაღის შესაძლებლობასაც აძლევენ.
სწორედ ამ მოტივაციით შეიქმნა წიგნების თაროს სკოლა I-IV კლასამდე ბავშვებისთვის, რის შესახებაც კომპანია წიგნების თაროს კრეატიული დირექტორი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე საუბრობს.
"როგორც კი პანდემია გამოცხადდა და სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა, მაშინვე დავიწყეთ ფიქრი, როგორ შეიძლებოდა პატარა ბავშვებისთვის ეს რთული პერიოდი შეგვემსუბუქებინა და თან, რაც შეიძლება პროდუქტიული გაგვეხადა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა წიგნების თაროს სკოლა. ამ დროისთვის უკვე ორი წარმატებული კურსი ჩავატარეთ. სკოლა ამ პერიოდში განვითარდა, ჩვენც გამოცდილება დავაგროვეთ და მესამე კურსისთვის სრულიად შევცვალეთ და დავხვეწეთ საგნები.
ამ ეტაპზე წიგნების თაროს სკოლის მიზანია, შემოიღოს სრულიად განსხვავებული, არაფორმალური განათლების მეთოდები. სწავლის პროცესი მოსწავლეებისთვის და, განსაკუთრებით, დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის, არ უნდა ასოცირდებოდეს დაღლასა და სტრესთან. ამიტომ, ჩვენი პრინციპია — შემეცნება გართობით და განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ჩვენთან მასწავლებლები თავად სტუდენტები და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან, რაც სასწავლო პროცესს უფრო უშუალოს ხდის", — აცხადებს ლორთქიფანიძე.
წიგნების თაროს სკოლაში ჩართვა მოსწავლეებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ, რადგან სასწავლო პროცესი ონლაინ მიმდინარეობს. ამის მიუხედავად, სკოლაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ინდივიდუალურ მიდგომას, რაც თითოეული ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელია.
გარდა ამისა, მოსწავლეებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა — შეხვდნენ სკოლაში მოწვეულ სტუმრებს. პროფესიონალებს, რომლებიც მათ თითოეულ საგანში ერთ გაკვეთილს ჩაუტარებენ.
ესენი არიან:
შემოქმედებითი აზროვნება და ესთეტიკის აღქმა — ზალიკო სულაკაური;
რიტორიკული აზროვნება და საუბრის ხელოვნება — ნინო კასრაძე;
ადამიანი და ჯანმრთელობა — მაია ცირამუა;
დედამიწა და კოსმოსი — ზურაბ გურიელიძე;
ლოგიკა და მათემატიკური თავსატეხები — ლევან გიგინეიშვილი;
მითოლოგია და ცივილიზაციები — ნატო დავითაშვილი.
"არაფორმალური განათლების შესაძლებლობა უდიდესი საჩუქარია ბავშვებისთვის ამ რთულ დროში, როცა მათი ყოველდღიური ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და თანატოლებისა და საყვარელი საქმიანობის გარეშე პირისპირ აღმოჩნდნენ არასტრუქტურირებულ დროსთან და დიდ გაურკვევლობასთან. მგონია, რომ ასეთი შეთავაზება ერთ-ერთი საშუალებაა სტრესთან გამკლავებისათვის. ბავშვები ახალ ამპლუაში — მასწავლებლების როლში, ეს თამაშს ჰგავს, რომელიც ახლა ასე სჭირდებათ ბავშვებს და ამავდროულად თვითრეფლექსიის, ცოდნის მიღების, ახალი როლების მორგების საუკეთესო საშუალებაცაა. მიხარია, რომ მეც ამ პროცესის მონაწილე ვარ და ბავშვებთან მომიწევს საუბარი იმ მითებზე, რაც არსებობს ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებების მქონე ადამიანებზე. მე მათთან ფსიქიკური ჯანმრთელობაზე ვისაუბრებ და შევეცდები ხელი შევუწყო დამკვიდრებული სტერეოტიპების მსხვრევას", — მაია ცირამუა, ბავშვთა ფსიქოლოგი.
წიგნების თაროს სკოლის მესამე კურსზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 7 ნოემბრამდე გრძელდება, საგაკვეთილო პროცესი კი 16 ნოემბრიდან დაიწყება. სკოლის შესახებ ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია მისამართზე: school.wignebistaro.ge.
ადგილები შეზღუდულია.
წიგნების თაროს სკოლის პარტნიორები არიან საქართველოს ბანკი, სულაკაურის გამომცემლობა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
წიგნების თაროს სკოლის მედია პარტნიორია ონლაინ გამოცემა On.ge.
კომპანია წიგნების თარო ქართული ბრენდია, რომელიც საბავშვო და ახალგაზრდულ, შემეცნებით-გასართობ პროექტებს ახორციელებს. ამავე სახელწოდების სატელევიზიო შოუ, რომელიც 2016 წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში გადაიცემა, კომპანიის საავტორო პროექტია. 2020 წელს წიგნების თარო საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ წლის მთავარი პრიზით, წიგნის ქომაგი 2020-ით დააჯილდოვა.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
კომენტარები