ბედნიერად ცხოვრების 3 განტოლება, რომელიც პანდემიის დროსაც ამართლებს
პანდემიის დროს ბედნიერებად ცხოვრებაზე საუბარი თითქოს უხერხულიც კია. მაგრამ, სინამდვილეში, სწორედ ახლა გვმართებს ყველაზე მეტად ამ მიმართულებით საკუთარ თავებზე მუშაობა. ჩვენ სახლებში ვართ გამოკეტილები და ცხოვრების ტემპი საგრძნობლად შენელებულია. ეს გარემოება, რა თქმა უნდა, სხვადასხვა სახის დისკომფორტს ქმნის. მაგრამ ამ იძულებით სიწყნარეში ცხოვრებაზე ცოტა უფრო ღრმად დაფიქრების შანსიც გვეძლევა.
მართლაც, ჩვეულ რეჟიმში, მუდამ გადარბენაზე ყოფნისას ბედნიერების მომტან ძალებსა და მიზნებზე დაფიქრების შესაძლებლობა იშვიათად გვეძლევა. ამიტომ ახლა, შესაძლოა, საუკეთესო დროც კი იყოს, ჩვენს ცხოვრებას გვერდიდან შევხედოთ და დავადგინოთ, რა გვაბედნიერებს და რა გვაძლევს იმის შეგრძნებას, რომ ჩვენს ცხოვრებას აზრი აქვს.
გაგიკვირდებათ და ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში სტუდენტებს ბუღალტერიის, ფინანსების ან სხვა მსგავსი ტრადიციული საგნების გვერდით ბედნიერებასაც ასწავლიან. ნათანიელ ჰოთორნმა ერთხელ აღნიშნა, "ბედნიერება ის პეპელაა, რომელსაც როცა მისდევ, ყოველთვის ხელიდან გისხლტება, მაგრამ როცა წყნარად ჩამოჯდები, ის, შესაძლოა, თავისით დაფრინდეს შენს ხელზე". არა, მსგავსი მიდგომა ბიზნეს-ადმინისტრირების საგანი სულაც არ არის.
ჰარვარდის სკოლაში ბედნიერების საგნის სტუდენტები წრეში არ სხედან და არ ელოდებიან, როდის დაფრინდება ბედნიერების პეპელა მათ ხელზე. სანაცვლოდ, ისინი ისეთ თემებს სწავლობენ, როგორებიცაა "აფექტი და ლიმბური სისტემა", "სხეულის ენის ნეირობიოლოგია", "ჰომეოსტაზი და სუბიექტური კეთილდღეობის მდგრადობა", "ოქსიტოცინი და სიყვარული" და "ჰედონური ადაპტაცია".
ბედნიერების მეცნიერული შესწავლა ბოლო რამდენიმე ათწლეულში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მაგალითად, ნობელის პრემიის ლაურეატები დანიელ კანემანი და ენგუს დიტონი ამ თემაზე მოცულობით მასალას აქვეყნებენ. პენსილვანიის უნივერსიტეტში პოზიტიური ფსიქოლოგიის მთლიანი ფაკულტეტი არსებობს, რომლის ხელმძღვანელიც, მარტინ სელიგმანი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სოციალური ფსიქოლოგია. რეცენზირებული აკადემიური ჟურნალი, The Journal of Happiness Studies, კი 2000 წლიდან გამოიცემა და სამეცნიერო წრეებში დიდი პრესტიჟით სარგებლობს.
რელიგიის, ფსიქოლოგიისა და ხელოვნების დარგებში დიდი ხანია, რაც ბედნიერება შესწავლის ობიექტად მოიაზრება, ახლა კი უკვე ზუსტი მეცნიერებებიც დაინტერესდნენ ამ ფენომენით. ქვემოთ ბედნიერების იმ 3 ფორმულას გაგაცნობთ, რომელიც მსგავსი შესწავლის შედეგადაა შედგენილი.
პირველი განტოლება: პირადი კეთილდღეობა = გენებს + გარემოებები + ჩვევები
პირადი კეთლდღეობა ის ტერმინია, რომელსაც სოციალური მეცნიერების სპეციალისტები სიტყვა ბედნიერების სანაცვლოდ იყენებენ. რატომ არა — ბედნიერება? ბევრი მეცნიერი ფიქრობს, რომ ბედნიერება გარდა იმისა, რომ ზედმეტად ბუნდოვანი და სუბიექტური ცნებაა, ამასთან მრავალ ურთიერთსაწინააღმდეგო იდეასთანაც ასოცირდება. ყოველდღიურ ცხოვრებაში სიტყვა ბედნიერებით უამრავ რამეს აღვწერთ — იქნება ეს კარგი განწყობა თუ ცხოვრებისეული საზრისის აღმოჩენა. მეორე მხრივ, ტერმინის, პირადი კეთლდღეობა, გააზრება პასუხს მსგავსი ტიპის შეკითხვაზე მოითხოვს: "ყველაფერი ერთად რომ ავიღოთ, როგორ შეაფასებდით თქვენს ბოლოდროინდელ ყოფას: იტყოდით, რომ ძალიან ბედნიერი ხართ, საკმაოდ ბედნიერი ხართ თუ არც ისე ბედნიერი ხართ?" (ეს იმ კითხვის ზუსტი ფორმულირებაა, რომელიც ერთ-ერთი ყევლაზე ფართომასშტაბიანი გამოკითხვის, General Social Survey-ის კითხვარშია შეტანილი).
ამგვარად, პირველი ფორმულა სუბიექტურ კეთილდღეობაზე შექმნილი სამეცნიერო ლიტერატურის ზღვა მასალას ეფუძნება. დავიწყოთ ბედნიერების მემკვიდრეობითობით. მოსაზრება, რომ ბედნიერების განცდის ხარისხი გენეტიკურად გადაიცემა, არცთუ ისე სასიამოვნოა. ეს იმის განცდას გვიჩენს, რომ ჩვენი ცხოვრება ბოლომდე ჩვენს ხელში არაა. თუმცა კვლევები ცხადყოფს, რომ გენეტიკა ჩვენი სუბიექტური კეთილდღეობის "საწყისი წერტილის" განსაზღვრაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. ეს ის წერტილია, რომელსაც ყოველთვის ვუბრუნდებით, როცა მიმდინარე მოვლენები ჩვენს ხასიათზე პირდაპირ ზემოქმედებას წყვეტენ. ჟურნალში, Psychological Science, გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში ტყუპების კვლევის ანალიზია მოცემული. კვლევაში მონაწილეობდნენ ბავშვობისას განცალკევებული იდენტური ტყუპებიც, რომლებიც სუბიექტური კეთილდღეობის კუთხით ზრდასრულობაში გამოიკვლიეს. კვლევის საფუძველზე ფსიქოლოგებმა გამოთვალეს, რომ ადამიანის კეთილდღეობაში გენეტიკის წილი 44-52 პროცენტზე მოდის.
დანარჩენი ორი კომპონენტი ჩვენი გარემო და ჩვევებია. ამასთან, მათი პროცენტული წილი დრამატულად მერყეობს: სხვადასხვა სახის გარემოება — იქნება ის დადებითი თუ უარყოფითი — ჩვენს კეთილდღეობას ზოგჯერ სულ რაღაც 10%-ით განსაზღვრავს, ზოგჯერ კი მთელი 40%-ით. თუმცა, მაშინაც კი, როცა რაღაც ტიპის გარემოება ჩვენზე დიდ ზეგავლენას ახდენს, მეცნიერთა უმეტესობის აზრით, მას დიდი მნიშვნელობა მაინც არ აქვს, რადგან მსგავსი გავლენა დიდხანს არ გრძელდება.
ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ სამსახურში მნიშვნელოვანი დაწინაურება მუდმივად გაგვაბედნიერებს ან ტრაგიკული დაშორება გულს სამუდამოდ გაგვიტეხს, თუმცა როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ეს ასე არაა. მართლაც, ადამიანის თვითგადარჩენის მექანიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი ფსიქოლოგიური ჰომეოსტაზი ანუ ნებისმიერ, კარგ და ცუდ გარემოებასთან სწრაფად შეგუების უნარია. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ ვყიდულობთ ბედნიერებას ფულით: ჩვენ სწრაფად ვეგუებით იმას, რასაც რეგულარულად ვიღებთ, ამიტომ დროთა განმავლობაში ბედნიერების ჩვენი მაჩვენებელი საწყის წერტილს უბრუნდება. ასე მოხდა პანდემიის შემთხვევაშიც: მათთვის, ვინც კორონავირუსის შეყრას გადაურჩნენ, სახეცვლილ სამყაროში ადაპტაცია ნელ-ნელა მარტივდება.
გენები და გარემოებები ისეთი ფაქტორებია, რომლებსაც ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ, ამიტომ ბედნიერებისკენ სწრაფვისას მათზე კონცენტრირება არაპროდუქტიულია. მაგრამ ამ ფორმულაში გრძელვადიანი კეთილდღეობისთვის ნიშანდობლივი მესამე კომპონენტი, ჩვევები, ნამდვილადაა ჩვენ კონტროლქვეშ. იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ, რას წარმოადგენს ჩვევები, მეორე განტოლება დაგვჭირდება.
მეორე განტოლება: ჩვევები = რწმენას + ოჯახი + მეგობრები + სამუშაო
ამ ფორმულის თანახმად, გრძელვადიანი ბედნიერება ეფუძნება ადამიანურ ურთიერთობებს, პროდუქტიულ სამუშაოს და ცხოვრების ტრანსცენდენტულ ელემენტებს.
განვმარტოთ განტოლების თითოეული კომპონენტი: პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ რწმენაში აქ რაიმე კონკრეტული რწმენითი სისტემა არ იგულისხმება. სანაცვლოდ, აქ მოიაზრება ნებისმიერი სახის — რელიგიური თუ სეკულარული — ცხოვრებისეული ფილოსოფია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ღრმად დავფიქრდეთ ეგზისტენციალურ საკითხებზე და პირად ვიწრო ინტერესებზე ფოკუსირების ნაცვლად სხვების დახმარებაზე ვკონცენტრირდეთ.
ზუსტად ასევე, არ არსებობს ის ჯადოსნური ფორმულა, რომელიც გვიკარნახებს, როგორ უნდა ვეურთიერთოთ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. გადამწყვეტი მნიშვნელობის აქ ისაა, რომ გამუდმებით უნდა ვიზრუნოთ სხვა ადამიანებთან მოსიყვარულე და ერთგული ურთიერთობის განვითარებასა და შენარჩუნებაზე. ერთი გამორჩეული კვლევა ჰარვარდის 1939-1944 წლების კურსდამთავრებულებს 75 წლის განმავლობაში შეისწავლიდა, რათა მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ყველა ასპექტი გამოეკვლია. კვლევის მთავარმა ხელმძღვანელმა და ფსიქოლოგმა ჯორჯ ვეილანტმა საბოლოოდ ასეთი დასკვნა გამოიტანა: "ბედნიერება სიყვარულია — წერტილი". ადამიანებს, რომლებსაც მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან მოსიყვარულე ურთიერთობები აკავშირებთ, გრძელვადიან კეთილდღეობას აღწევენ და — პირიქით.
და ბოლოს, განვიხილოთ განტოლების ბოლო ცვლადი — სამუშაო. ზოგს შეიძლება გაუკვირდეს, რომ ის ამ განტოლების ნაწილია, თუმცა მისი ადგილი აქ ნამდვილად არის. ბედნიერების კვლევისას ერთ-ერთი მყარი აღმოჩენა გახლავთ ის, რომ პროდუქტიულობა ცხოვრებისეული მიზნის პოვნისთვის ცენტრალური მნიშვნელობისაა. რა თქმა უნდა, არსებობს უკეთესი და უარესი სამუშაო ადგილები, თუმცა მკვლევართა უმეტესობა ფიქრობს, რომ უმუშევრობას ტანჯვის გარდა არაფერი მოაქვს.
რა სახის სამუშაოა უკეთესი? საოფისე თუ ფიზიკური? სახლში დარჩენა და ბავშვების მოვლა ხომ არ სჯობს ყველაფერს? ან, იქნებ, ის სამუშაოა საუკეთესო, რომელიც უმაღლეს განათლებას მოითხოვს, ან ყველაზე მაღალანაზღაურებადია? კველევები აჩვენებს, რომ ყველა ეს კითხვა არასწორადაა დასმული. ის, რაც თქვენს საქმეს აზრს სძენს, არის არა თავად სამუშაოს სახე, არამედ ის გრძნობა, რომ თქვენ წარმატებას საკუთარი ძალისხმევით აღწევთ და რაღაც მიზანს პირნათლად ემსახურებით.
მეორე ფორმულა პანდემიის დროს განსაკუთრებით ყურადსაღებია. ჰკითხეთ თქვენს თავს: ჩემი ბედნიერების პორტფოლიო ამ ოთხი კომპონენტით არის დაბალანსებული? საჭიროა რაიმეს შეცვლა? მაქვს რაიმე ჩვევები, რომლებიც უნდა შევცვალო ცხოვრების ამ შენელებული ტემპის პირობებში?
ზევით ერთი ძველი გამონათქვამი ვახსენეთ: "ფულით ბედნიერებას ვერ იყიდით" — რა თქმა უნდა, ყველაფერი ასე მარტივადაც არაა. უფრო მართებული იქნებოდა, გვეთქვა, რომ "ფულით კმაყოფილებას ვერ იყიდით". ფსიქოლოგები ამას ჰედონურ ადაპტაციას უწოდებენ: ადამიანები არასოდეს თვლიან, რომ მათ საკმარისი შემოსავალი აქვთ, რადგანაც ისინი ძალიან სწრაფად ეგუებიან გაუმჯობესებულ ეკონომიკურ მდგომარეობას და უფრო მეტი და მეტი შემოსავალი სჭირდებათ, რათა ისევ ბედნიერად იგრძნონ თავი. არ გჯერათ? გაიხსენეთ, ბოლოს როდის მოგემატათ ხელფასი. როდის იგრძენით ყველაზე დიდი კმაყოფილება: იმ დღეს, როდესაც უფროსმა დაწინაურების შესახებ პირველად გამცნოთ? თუ მაშინ, როცა ანგარიშზე გაზრდილი თანხა პირველად გადმოგერიცხათ? ისიც გაიხსენეთ, რამდენად კმაყოფილი იყავით თქვენი ხელფასით მისი გაზრდიდან ექვსი თვის თავზე.
ყოველივე ამის შემდეგ თქვენ შეიძლება ჩათვალოთ, რომ კმაყოფილების მიღწევა შეუძლებელია. თუმცა ეს ასე არ არის. მესამე ფორმულა უკეთ გაგვარკვევს, როგორც უნდა გავიაზროთ კმაყოფილების არსი.
მესამე განტოლება: კმაყოფილება = რაც გვაქვს ÷ რა გვინდაზე
დალაი ლამა თავის წიგნში, ბედნიერების ხელოვნება, რომელიც მან ფსიქიატრ ჰოვარდ კატლერთან ერთად დაწერა, ამბობს: "ხანგრძლივი და მყარი ბედნიერების მისაღწევად ჩვენ უნდა ვისწავლოთ, როგორ უნდა გვინდოდეს ის, რაც გვაქვს და არა — გვქოდეს ის, რაც გვინდა". ესპანელმა კათოლიკე წმინდანმა, ხოსემარია ესკრივამ კი მსგავსი აზრი ოდნავ განსხვავებული ფორმით გამოხატა: "არ დაგავიწყდეთ ამის შესახებ: ყველაზე მეტი იმას აქვს, ვისაც ყველაზე ნაკლები სჭირდება. ნუ შეიქმნით საჭიროებებს".
ეს არ არის უბრალო ფრთიანი გამონათქვამი — ეს ცხოვრებისთვის მეტად საჭირო და პრაქტიკული ფორმულაა. ბევრი ჩვენგანი სასოწარკვეთილად ცდილობს, გაზარდოს მესამე განტოლებაში გასაყოფის რიცხობრივი მაჩვენებელი: ჩვენ ვცდილობთ, კმაყოფილების ხარისხი სულ უფრო მეტი სურვილის დაკმაყოფილების ხარჯზე გავზარდოთ. ამიტომ ჩვენ გამუდმებით ვმუშაობთ და ვხარჯავთ, ვმუშაობთ და ვხარჯავთ — და ასე დაუსრულებლად. თუმცა ჰედონური ადაპტაციის მიხედვით, ეს ყველაფერი ფუჭია. ასეთ დროს კმაყოფილება მუდმივად ხელიდან გვეცლება.
კმაყოფილების საიდუმლო მესამე განტოლების გამყოფში მდგომარეობს. ნუ კონცტრირდებით იმაზე, თუ რა გაქვთ. სანაცვლოდ, აკონტროლეთ ის, თუ რა გინდათ. ნუ დათვლით თქვენს ქონებას — იქნება ეს ფული, ძალაუფლება, ავტორიტეტი, რომანტიკული პარტნიორები თუ პოპულარობა — და ნუ შეეცდებით მის გაზრდას. შექმენით თქვენი ყოფითი სურვილების სია, შემდეგ კი მის დამოკლებას შეეცადეთ. რაც უფრო ნაკლები სურვილი შეაწუხებს თქვენს გონებას, მით უფრო ნაკლებად გაგეფანტებათ ის და უფრო მეტი სიმშვიდითა და კმაყოფილებით მიიღებთ იმას, რაც უკვე გაქვთ.
შესაძლოა, სურვილთა სიის დამოკლება ახლა, პანდემიის დროს უფრო მარტივიც კი იყოს, რადგან თქვენი მოთხოვნილებები მათი დაკმაყოფილების ფიზიკური შესაძლებლობების კლებასთან ერთად შემცირდებოდა. თუ ასეა, ახლა მომდევნო კითხვა ისაა, შეძლებთ თუ არა ამ ტენდენციის გაგრძელებას მაშინ, როცა ცხოვრება თავის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
კომენტარები