ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, დღეს საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო მატჩი გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება. იგი მოუწოდებს საზოგადოებას, რომ ფეხბურთელებს სალხებიდან "ვუბალეშჩიკოთ".

"სამწუხაროდ დღეის მდგომარეობით, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ მოგვიწევს ამ მატჩის ჩატარება გულშემატკივრების გარეშე. მოდით, ყველამ ერთად უდიდესი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და ჩვენს ფეხბურთელებს ვუბალეშჩიკოთ სახლებიდან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამით ისინი უარესად არ ითამაშებენ", — განაცხადა ცქიტიშვილმა.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის 12 ნოემბერს შედგება.