Uriah Heep-ის წევრი კენ ჰენსლი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კენის ძმა ტრევორმა ეს სამწუხარო ამბავი დღეს, 5 ნოემბერს, Facebook-ის პოსტში დაწერა. როგორც აღმოჩნდა, მუსიკოსი გუშინ მოულოდნელად გარდაიცვალა.

მუსიკოსი პროგრესული როკ-ჯგუფის, Uriah Heep-ის, კლავიშისტი იყო 1970-იდან 1980 წლამდე.

ტრევორმა დაადასტურა, რომ კენი მშვიდად მიიცვალა, როცა მისი ოჯახი მასთან ერთად იყო. პოსტში ეწერა:

"ამას დამძიმებული გულით ვწერ. მინდა, გაუწყოთ, რომ ჩემი ძმა კენ ჰენსლი ოთხშაბათ საღამოს მშვიდად გარდაიცვალა. მისი მშვენიერი ცოლი მონიკა მის გვერდით იყო და სიცოცხლის ბოლო წუთებში მხარში ედგა. ყველანი ძალიან დათრგუნულები ვართ ამ ტრაგედიითა და წარმოუდგენლად მოულოდნელი დანაკარგით და გთხოვთ, ცოტა სივრცე და დრო მოგვცეთ, რათა ამას შევეგუოთ. კენს კრემაციას გაუკეთებენ პრივატულ ცერემონიაში ესპანეთში, ამიტომ გთხოვთ, დაკრძალვაზე ინფორმაციას ნუ გვკითხავთ. კენმა დაგვტოვა, თუმცა მას არასდროს დავივიწყებთ და მუდამ ჩვენს გულებში დარჩება. მშვიდობით".