ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. აღნიშნული On.ge-ს სუს-ში დაუდასტურეს. რატომ დაიბარეს კობახიძე გამოკითხვაზე უწყებაში გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ გვიდასტურებენ.

არჩევნებდამდე ერთი დღით ადრე, 30 ოქტომბერს კობახიძე ამტკიცებდა, რომ არჩევნების დღეს ოპოზიციას წინასაარჩევნოდ ხელკეტებითა და ელექტროშოკებით აღჭურვილი ეკიპაჟები ჰყავდათ მობილიზებული. კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათ ეს ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანიზაციებს საჯაროდ მიაწოდეს.

30 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი კობახიძის ბრალდების საფუძველზე შესწავლა დაიწყო. კერძოდ, უწყებაში ამბობდნენ, რომ ჩაატარებდნენ გამოკითხვებს იმის დასადგენად, იგეგმებოდა თუ არა პროვოკაციები ოპოზიციის მხრიდან.