15 წლის შემდეგ System of a Down ორი ახალი, პროვოკაციული სიმღერით დაბრუნდა
ყველასთვის მოულოდნელად, 15 წლის შემდეგ პირველად, მძიმე მეტალის შემსრულებელი სომხურ-ამერიკული ჯგუფი System of a Down ახალი მუსიკით დაბრუნდა.
აღიარებისა და წარმატების მიუხედავად — ჯგუფის უხეში, ზესწრაფი რიტმებით დასერილი მღელვარე მელოდიები ათასწლეულის ცვლის მუსიკალურ გაფორმებად იქცა — System of a Down 2006 წლის შემდეგ დიდწილად აღარ აქტიურობდა.
"ჩვენ, ალბათ, ერთადერთი როკ-ჯგუფი ვართ, რომელსაც მთავრობები ემტერებიან; ერთადერთი როკ-ჯგუფი, რომელიც ომშია; ამიტომაც ეს სიმღერები დავწერე და მსურს, ჩვენი ჯარისკაცებისა და მთელ მსოფლიოში მყოფი სომხების სულისკვეთება ავამაღლო", — განაცხადა ჯგუფის ვოკალისტმა და გიტარისტმა დარონ მალაქიანმა.
ჯგუფმა გუშინ ღამით, 5 ნოემბერს, სომხეთ-აზერბაიჯანის მიმდინარე კონფლიქტის პასუხად ორი ახალი სიმღერა გამოუშვა: "Protect the Land" და "Genocidal Humanoidz".
ჯგუფის ახალი მუსიკა მიმართულია "იმ საზარელი და სერიოზული ომისკენ, რომელსაც არცახისა და სომხეთის ჩვენი კულტურული სამშობლოების მიმართ დანაშაულებრივად ახორციელებენ".
"სასწრაფო და კრიტიკული დახმარების საჭიროების მქონეთა" დასახმარებლად, აგრეთვე საბაზისო საჭიროებების უზრუნველსაყოფად, System of a Down აცხადებს, რომ ახალი სიმღერების გაყიდვებიდან მიღებულ თანხას მთლიანად აშშ-ში არსებულ საქველმოქმედო ორგანიზაცია Armenia Fund-ს შეწირავენ, რომელიც მთიან ყარაბაღისა და სომხეთის ტერიტორიაზე საჭიროების მქონე ხალხის დახმარებაზეა ორიენტირებული.
"გვესმის, რომ უფრო მოსახერხებელი გზებიც არსებობს, რითაც მუსიკის მოსმენა შეგიძლიათ. ამიტომ გთხოვთ, პირველ ყოვლისა ეს სიმღერები ქველმოქმედებისთვის ჩამოტვირთოთ. მუსიკა და ტექსტი თავიანთ სათქმელს ამბობენ. გვჭირდება, რომ არცახის სათქმელი თქვენ თქვათ", — განაცხადა ჯგუფმა.
ახალი სიმღერების შეძენა და მოსმენა ჯგუფის Bandcamp-ზე შეგიძლიათ.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები