ცესკოში კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა თანამდებობა დატოვა. ივანე ბურდულმა განცხადებით თამარ ჟვანიას დღეს მიმართა.

"დიახ, მე დღეს დავწერე განცხადება და მიმაჩნია, რომ მე იქ არ უნდა ვმუშაობდე რიგ მიზეზთა გამო. მთავარი მიზეზი, ბუნებრივია, არის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ტოტალურად გაყალბდა და ვთვლი, რომ ჩემი ადგილი ამ საარჩევნო ადმინისტრაციაში არ არის", — განაცხადა ბურდულმა მთავარ არხთან ინტერვიუში.

საოლქო საარჩევნო კომისიებთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და ქუჩაში საპროტესტო აქციებს მართავს. პარტიებმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი უკვე თქვეს.