კაცი, რომელსაც საცოლე დაშორდა, საკუთარ თავზე დაქორწინდა
რა შეიძლება, გააკეთო საქორწილო ტორტისთვის? აი, ამაზე პასუხი ნამდვილად აქვს ბრაზილიელ დიოგო რაბელოს — მას შემდეგ, რაც საცოლემ მიატოვა, მან საკუთარ თავზე იქორწინა. ექიმი დიოგო და მისი კოლეგა, ვიტორ ბუენო, გასული წლის ნოემბერში დაინიშნენ და ერთი წლისთავზე ქორწილიც დაგეგმეს, თუმცა...
ივლისში ვიტორმა არგუმენტების კასკადი გადმოულაგა საქმროს, რატომ არ სურდა მასზე დაქორწინება. ასეთ დროს წყვილების უმეტესობა ალბათ საშინლად უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდებოდა, მაგრამ დიოგომ გადაწყვიტა, მისი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე არ ჩაეშალა და ყველაფერი გეგმის მიხედვით წასულიყო; ცხადია, ერთი გამონაკლისით — ქორწილში პატარძალი არ გამოჩნდებოდა.
ასეც მოხდა. 17 ოქტომბერს, თეთრ სმოკინგში გამოწყობილი 33 წლის დიოგო საკუთარ თავზე დაქორწინდა ბაიას შტატის ჩრდილოაღმოსავლეთით, კურორტ იტაკარეზე. ცერემონია, რომელსაც 40 სტუმარი დაესწრო — რასაკვირველია, არცერთი მათგანი ვიტორის მხრიდან — რაბელოს 350 ათასი ბრაზილიური რეალი ($63 ათასი) დაუჯდა.
"დღეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღეა, რადგან საყვარელ ადამიანებთან ერთად ვარ და ვზეიმობ იმას, რაც, შესაძლოა, ტრაგედია ყოფილიყო, თუმცა მე კომედიად ვაქციე", — ამბობს დიოგო.
ინსტაგრამის საკუთარ ანგარიშზე გამოქვეყნებულ ქორწილის ვიდეოს 140 ათასზე მეტი ნახვა აქვს, გამომწერები კი დიოგოს გაბედნიერებას ულოცავენ.
ჟურნალისტებთან საუბარში დიოგომ აღნიშნა: "სიტუაციას ერთი თვის განმავლობაში ვიაზრებდი და გადაწყვიტე, საკუთარი თავი დამეფასებინა და შემეყვარებინა. ცერემონიამ კი 50-ის ნაცვლად 40 სტუმრით ჩაიარა.
"ამით ხალხისთვის იმის თქმა მინდა, რომ ბედნიერება ქორწინებაზე არაა დამოკიდებული. რასაკვირველია, მსურს, ოჯახი და შვილები მყავდეს, თუმცა ჩემს ბედნიერებას ეს არ განსაზღვრავს", — დასძენს რაბელო.
სოლოგამიის, იგივე თვითქორწინების მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ამგვარად ადამიანის თვითშეფასება იზრდება, ამის საპირწონედ კი არსებობს ხალხი, ვინც სოლოგამიას ნარცისიზმს მიაწერს და უარსო ქმედებად მიიჩნევს.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები