შევადარეთ 3 საპარლამენტო არჩევნების მაჩვენებლები, გაყალბების მასშტაბი გაზრდილია — ბოკერია
ევროპული საქართველოს ლიდერებმა, გიგა ბოკერიამ და სერგი კაპანაძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც 2020 წლის არჩევნები შეადარეს წინა ორ საპარლამენტო არჩევნებს.
გიგა ბოკერიას თქმით, მიუხედავად იმისა რომ საზოგადოების დიდი ნაწილი და კომპეტენტური დამკვირვებლები თანხმდებიან, რომ არჩვენები არათავისუფალ გარემოში, დარღვევებით ჩატარდა, მაინც ჩნდება კითხვა, რატომ არ შედის ევროპული საქართველო პარლამენტში.
"ისმის ხოლმე კითხვები, მათ შორის ლეგიტიმური წყაროებიდანაც, თუ როგორ ვზომავთ, რამდენად დიდი იყო ამ დარღვევების ეფექტი საბოლოო შედეგზე. ისმის ხოლმე კითხვა, რა განსხვავება იყო ამ არჩევნებსა და 2016 წლის არჩევნებს, ან წინა საპარლამენტო არჩევნებს შორის, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ტრადიცია სერიოზული პრობლემებისა საარჩევნო კამპანიის დროს.
პირველი არ არის ეს არჩევნები, სადაც პრობლემები იყო და რით გამოვარჩიეთ ჩვენ, ევროპულმა საქართველომ ეს არჩევნები, როდესაც მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში მონაწილეობას არ მივიღებთ. ეს ლეგიტიმური კითხვაა და ჩვენი აზრით იმ მაგალითებთან ერთად, რაც იხილა საზოგადოებამ ბოლო დღეების განმავლობაში, ძალიან საინტერესო იყო შეჯერება გარკვეული მონაცემების. რთულია ხშირად დაჭერა იმ ეფექტის, რაც მოაქვს დაშინებას, მოსყიდვას, და სხვა მეთოდებს. მიუხედავად ამისა, ჩვენმა გუნდმა, ძალიან თვალნათელი შედარება მოახდინა იმ მონაცემების, როგორია დინამიკა ამ პრობლემების, რომელიც არსებობდა და რამხელა მასშტაბი ჰქონდა ამ სამარცხვინო მეთოდებს, შედარებით წინა ორი საპარლამენტო არჩევნებისაგან", — განაცხადა ბოკერიამ.
სერგი კაპანაძის განცხადებით, როგორც დაუბალანსებელი უბნების, ისე ე.წ კარუსელების და ჩაყრილი ბიულეტენების რაოდენობა დრამატულად განსხვავდება წინა არჩევნების რაოდენობისაგან.
"ძალიან დიდია განსხვავება წინა წლებში არსებულ ანალოგიურ დარღვევებს შორის. აქ საუბარია ორი ტიპის პრობლემაზე — ერთი ეს არის ე.წ ბიძინას კაუსელი, სადაც ხმების გაკონტროლებ ხდება კარუსელის მეშვეობით და მეორე, ეს არის ჩაყრილი ბიულეტენები, ანუ სადაც ხდება უბრალოდ ბიულეტენების დამატება მმართველი პარტიის სასარგებლოდ", — ამბობს კაპანაძე.
მისი თქმით, 2012 და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, იმ უბნების რაოდენობა, სადაც დაუბალანდებელი ოქმები დაიწერა, 20%-ით გაზრდილია. ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სხვა ტიპის დარღვევებზეც საუბრობს:
"ცარიელი კონვერტების რაოდენობა, რაც მიუთითებს კარუსელების არსებობას, არის გაზრდილი 300%-ით წინა არჩევნებთან შედარებით, ანუ დრამატული სხვაობაა. ეფექტი, რომელიც შეიძლება დამდგარიყო ამ კარუსელების გამო, არის ასევე 3-ჯერ მეტი, ანუ, დაახლოებით 210 ათასი ხმა იყო გაკონტროლებული ამ არჩევნებზე. ასევ გაზრდილია იმ უბნების რაოდენობა, სადაც მოხდა ასეთი ტიპის კარუსელების ამოქმედება წინა ორ არჩევნებთან შედარებით", — აცხადებს კაპანაძე.
კაპანაძის თქმით, გაყალბების მასშტაბმა საბოლოოდ შეცვალა ბალანსი არჩევნებში მონაწილე პარტიებს შორის.
ამ არჩევნების დროს მოხდა მასშტაბური გაყალბება. იყო ისეთი ტიპის კარუსელები, რომლებმაც გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგზე ფუნდამენტურად. გავლენა იყო დრამატული, რამაც შეცვალა ბალანსი იმას შორის, თუ ვინ მიიღო ხალხის მანდატი ქვეყნის სამართავად", — განაცხადა კაპანაძემ.
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები