Wolt-მა კურიერს ხელშეკრულება, საბოლოოდ, მაინც შეუწყვიტა
Wolt-მა კურიერი, რომელმაც მომხმარებელ ქალს პირად ნომერზე მისწერა, სამსახურიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ On.ge-ს კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა, ნატალია ხიზანიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, კურიერს მისცეს შანსი, რომ შეცდომა გაეთავისებინა და კომპანიასთან პარტნიორობა ახალი ფურცლიდან დაეწყო, თუმცა ის საკითხს არასერიოზულად მიუდგა.
"მომხმარებლების პირადი მონაცემების უსაფრთხოება ჩვენთვის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი და ჩვენ გადავწყვიტეთ მასთან თანამშრომლობის შეწყვეტა, რადგან არ გვაქვს გარანტია, რომ იგივეს არ გაიმეორებს", — ამბობს ხიზანიშვილი.
ის აღნიშნავს, რომ პარტნიორი კურიერის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მან Facebook-ზე დაწერა, რომ 10-დღიანი შვებულებიდან დაბრუნდა და მაისურზე ჰქონდა იგივე ტექსტი, რაც მისწერა მომხმარებელ ქალს. ხიზანიშვილის თქმით, სამსახურში დაბრუნებამდე კურიერს პირადი მონაცემების შესახებ ონლაინ ტესტირებაც ჩაუტარეს.
"ძალიან ბევრი მიზეზი გავითვალისწინეთ და პირველ ეტაპზე გაფრთხილებით შემოვიფარგლეთ, თუმცა ამ მიმართულებით არასერიოზულ დამოკიდებულებას ნამდვილად ვერ მივიღებთ, როგორც ნორმას. ამან საფუძვლიანი ეჭვი გააჩინა, რომ კურიერმა მისი შეცდომა, რაც კანონითაც რეგულირდება, ვგულისხმობ ადამიანის პირადი მონაცემების ხელშეუხებლობას, სერიოზულად არ აღიქვა და ამაზე სახუმარო პოსტიც კი დაწერა. ჩვენ პირველ ადგილზე დავაყენეთ მომხმარებლის უსაფრთხოება", — ამბობს ის On.ge-სთან.
28 ოქტომბერს, Facebook-ის დახურულ ჯგუფში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომ შეკვეთის მიტანის შემდეგ ვოლტის კურიერმა მასთან პირად ნომერზე კომუნიკაცია სცადა. როგორც ქალის მიერ გასაჯაროებულ სქრინში ჩანს, კურიერმა მისწერა — "სხვათა შორის ძალიან კარგად გამოიყურებით".
პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მომხმარებელთა ნაწილმა კურიერის სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვა, რადგან მან მის ხელთ არსებული პირადი მონაცემები არაკეთილსინდისიერად გამოიყენა. კრიტიკის შედეგად, Wolt-მა კურიერს მუშაობა ათი დღით შეუზღუდა და განაცხადა, რომ მას ტრენინგსა და ტესტირებას ჩაუტარებს.
მაშინ კომპანიაში აცხადებდნენ, რომ მომხმარებლის უფლებების დარღვევაზე მათი რეაქცია უმკაცრესი იქნებოდა, რომ არა საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნა კურიერთან თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამის შემდეგ კურიერმა გაავრცელა ვიდეო, სადაც მის ქმედებას ისევ ქალს აბრალებდა და მომხმარებლებს "ჩაცმისკენ" მოუწოდებდა.
დღეს კურიერმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა, რომ 10-დღიანი შვებულების შემდეგ სამსახურში დაბრუნდა. ამასთან, ფოტოზე აცვია ე.წ. ჰუდი იგივე ტექსტით, რაც მომხმარებელ ქალს გაუზავნა — "სხვათაშორის ძალიან კარგად გამოიყურებით".
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები