ტრამპის პირველივე პოსტი წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ტვიტერმა სადავოდ მონიშნა. ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი წერს, რომ არჩევნებში თვითონ გაიმარჯვა და არჩევნები გაყალბდა, რაზეც ტვიტერი წერს, რომ ეს პრეტენზია სადავოა.

ტრამპის თქმით, დამკვირვებლებს არ უშვებდნენ ოთახებში, სადაც ხმებს ითვლიდნენ და ხდებოდა ცუდი რამეები, რისი ნახვის საშუალებასაც მათ არ აძლევდნენ.

წინასწარი მონაცემებით, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. ინფორმაცია ამის შესახებ CNN-მა, BBC-მ და სხვა საერთაშორიო მედიებმა თავიანთ მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელეს.

CNN-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რა ბაიდენმა გაიგო, რომ წინასწარი მონაცემებით აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ჩაინიშნა ბრიფინგი, რომელზეც ის მოსახლეობას მიმართავს.

დონალდ ტრამპი გახდა პირველი პრეზიდენტი 1992 წლის შემდეგ, რომელიც ამერიკელმა ხალხმა ხელმეორედ აღარ აირჩია.

გაიგეთ მეტი ჯო ბაიდენზე: