შესაძლოა, მე ვიყო პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი, მაგრამ არ ვიქნები ბოლო — კამალა ჰარისი

ფოტო: კამალა ჰარისი / FB
"შესაძლოა, მე ვიყო პირველი ქალივიცე-პრეზიდენტი ამ ოფისში, მაგრამ არ ვიქნები ბოლო", — განაცხადა არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა დელავერში სიტყვით გამოსვლისას, სადაც არჩევნების შედეგები აღნიშნეს.
"ყველა პატარა გოგო, რომელიც გვიყურებს ამ საღამოს და ხედავს, რომ ეს არის შესაძლებლობების ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ბავშვებს, მათი სქესის მიუხედავად, ქვეყანამ გაუგზავნა მკაფიო გზავნილი: იოცნებეთ ამბიციებით, იარეთ თავდაჯერებულად და უყურეთ საკუთარ თავს ისე, როგორც არ შეუძლიათ სხვებს, რადგან ჯერ მსგავსი რამ არ უნახავთ. იცოდეთ, რომ ჩვენ ტაშს დაგიკრავთ გზის ყოველ ეტაპზე", — განაცხადა ჰარისმა სიტყვით გამოსვლისას.
წინასწარი მონაცემებით, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა, კამალა ჰარისი კი აშშ-ის ისტორიაში პირველი ვიცე-პრეზიდენტი ქალია. ბაიდენს გამარჯვება მიულოცა არაერთმა მსოფლიო ლიდერმა და ის არჩეულ პრეზიდენტად მოიხსენია, ამის ფონზე ტრამპი თავს გამარჯვებულად მიიჩნევს და შედეგებს არ აღიარებს.
- ამერიკა, ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამირჩიეთ, რათა ჩვენს დიდებულ ქვეყანას წინ წარვუძღვე — ჯო ბაიდენი
- ეს არჩევნები ბევრად მეტია, ვიდრე ბაიდენი ან მე, ეს ეხება ამერიკის სულს და ჩვენს მზაობას, ვიბრძოლოთ მისთვის — ჰარისი
- აშშ-ს ისტორიაში პირველი ვიცე-პრეზიდენტი ქალი კამალა ჰარისი იქნება — პირველადი მონაცემები
დონალდ ტრამპი გახდა პირველი პრეზიდენტი 1992 წლის შემდეგ, რომელიც ამერიკელმა ხალხმა ხელმეორედ აღარ აირჩია.
გაიგეთ მეტი ჯო ბაიდენზე:
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვანახეთ: NASA-ზონდმა უჩვეულო ფორმის ასტეროიდი ახლოდან გადაიღო ნახეთ: NASA-ზონდმა უჩვეულო ფორმის ასტეროიდი ახლოდან გადაიღო
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები