აშშ-ის პირველმა არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა ქალმა, კამალა ჰარისმა ერისადმი მიმართვისას ქალთა უფლებებსა და მათ საუკუნოვან ბრძოლაზე ისაუბრა. ჰარისმა აღნიშნა, რომ ქალების მიღწეული შედეგების მემკვიდრეა და დღეს მათი გაკვალული გზით მიაღწია ისტორიულ მოვლენას.

"ვფიქრობ ქალებზე, რომლებიც იბრძნოდნენ და ბევრი მსხვერპლი გაიღეს თანასწორობის, თავისუფლებისა და საერთო სამართლიანობისთვის. მათ შორის, შავკანიანი ქალები, რომლებსაც ხშირად, ძალიან ხშირად არ აქცევენ ყურადღებას, მაგრამ ხშირად ამტკიცებენ, რომ ჩვენი დემოკრატიის საფუძველი არიან. ყველა ქალი, რომელიც იბრძოდა ხმის უფლების მოპოვებისა და შენარჩუნებისთვის საუკუნეზე მეტი. 55 წლის წინ მივიღეთ კანონი ამომრჩევლის უფლებაზე და ახლა, 2020 წელს ქალების ახალმა თაობამ ჩვენს ქვეყანაში მისცა ხმა და გააგრძელა ბრძოლა მათი ძირითადი უფლებისთვის — მისცენ ხმა და ისმოდეს მათი ხმა.

დღეს მე მეფიქრება მათ ბრძოლაზე, მათ მიზანდასახულობაზე და მათი იმ ხედვის სიმტკიცეზე, რომელიც უკვე მიღწეულში ეძებს ზეწოლათაგან გათავისუფლების წინაპირობებს. დღეს მე ვდგავარ მათ მხრებზე", — განაცხადა მან.

ჰარისის თქმით, როდესაც დედამისი ინდოეთიდან აშშ-ში ჩამოვიდა, ვერ წარმოიდგნენდა, რომ ეს დღე დადგებოდა, მაგრამ ამერიკა შესაძლებლობების ქვეყანაა.

"ვფიქრობ ქალების თაობებზე, შავკანიან, აზიელ, თეთრ, ლათინოს, ადგილობრივ ამერიკელებზე, რომლებიც ჩვენი ერების ისტორიის განმავლობაში იკვლევდნენ გზას დღევანდელ საღამომდე", — განაცხადა მან.

წინასწარი მონაცემებით, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა, კამალა ჰარისი კი აშშ-ის ისტორიაში პირველი ვიცე-პრეზიდენტი ქალია. ბაიდენს გამარჯვება მიულოცა არაერთმა მსოფლიო ლიდერმა და ის არჩეულ პრეზიდენტად მოიხსენია, ამის ფონზე ტრამპი თავს გამარჯვებულად მიიჩნევს და შედეგებს არ აღიარებს.

დონალდ ტრამპი გახდა პირველი პრეზიდენტი 1992 წლის შემდეგ, რომელიც ამერიკელმა ხალხმა ხელმეორედ აღარ აირჩია.

გაიგეთ მეტი ჯო ბაიდენზე: