ჩვენ ვართ სინათლის ხაზზე და სიმართლე არის ჩვენ მხარეს — ბადრი ჯაფარიძე
ლელოს გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ქართველი მოსახლეობა ერთად დგას ყველაზე რთულ დროს, როდესაც ქვეყანას სჭირდება.
"ჩვენ კვლავ ერთად ვართ, ჩვენ ყოველთვის ვართ ერთად ყველაზე რთულ დროს, ყველაზე მეტად როცა სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ვართ ახლა ერთად იმიტომ, რომ ქვეყანას უჭირს, ქვეყანა არის დიდი განსაცდელის წინაშე. ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა გვითხრეს - ჩვენს ხელშია ძალა, ჩვენს ხელშია პროკურატურა, ჩვენს ხელშია სასამართლო, ჩვენს ხელშია ცენტრალური საარჩევნო კომისია, მაგრამ ჩვენ ამას ვუპასუხეთ იმით, რომ ჩვენ ვართ ერთად და ჩვენს მხარეს არის სიმართლე. სიმართლე კი ყველაზე დიდი ძალაა. ჩვენი ერთობა არის მშვიდობიანი, ჩვენ გვინდა ერთი რამ, რომ ჩვენი ქვეყანა დავიბრუნოთ უკან, ქვეყანა, რომელიც ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა რომელიმე ადამიანს ან მის დაჯგუფებას", — აცხადებს ჯაფარიძე.
მისი თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა გაყალბებული არჩევნების საფუძველზე მიღებული ყალბი პარლამენტის გამო თქვეს მანდატებზე უარი.
"ჩვენ, ოპოზიციურმა პარტიებმა, უარი ვთქვით მანდატებზე იმიტომ, რომ გაყალბებული არჩევნების საფუძველზე არჩეული პარლამენტი არის ყალბი პარლამენტი. ყალბი პარლამენტი არ სჭირდება ამ ქვეყანას, ის ხალხს ვერ მოემსახურება. ხალხს სჭირდება პარლამენტი, რომელიც მის ნებას ასახავს და ჩვენ ასეთი პარლამენტი უნდა ავირჩიოთ ახალი არჩევნებით, ეს არის ჩვენი მოთხოვნა, რომელიც არ შეიცვლება", — აცხადებს ჯაფარიძე.
მისივე თქმით, ეს ბრძოლა არ არის ერთ დღიანი, "მთავარია, რომ მოსახლეობა ვიყოთ ერთად, ისე, როგორც დღეს".
"ჩვენი ნება უნდა იყოს ურყევი იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ვუღალატებთ ჩვენს ხალხს, ჩვენს თანამოქალაქეებს. ამ არჩევნების შედეგებზე დათანხმება არის ჩვენი ქვეყნის და ხალხის ღალატი, ამიტომ ვიდგეთ ერთად, ვიდგეთ მედგრად, იმისათვის, რომ ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენი ხალხი იმსახურებს თავისუფლებას, ღირსეულ სახელმწიფოს და ჩვენ ყველანი ვიმსახურებთ ისეთ არჩევნებს, რომელიც თქვენს ნებას ასახავს და ჩვენ მივაღწევთ ერთად ახალ არჩევნებს. ამიტომ ვაგრძელებთ ბრძოლას, მშვიდობიან ბრძოლას, ვაგრძელებთ ერთად ყოფნას და ეს ერთობა არის ყველაზე მძლავრი იარაღი იმისათვის, რომ მივაღწიოთ სამართალს ამ ქვეყანაში, მივაღწიოთ იმას, რომ გვყავდეს ისეთი პარლამენტი, რომელიც თქვენს ნებას აღასრულებს, რომელიც გაათავისუფლებს სასამართლოს, რომელიც ააღორძინებს ეკონომიკას. ასეთი პარლამენტი უნდა ავირჩიოთ და არა ისეთი გაყალბებული, რომელსაც "ქართული ოცნება" გვთავაზობს", — აღნიშნა ჯაფარიძემ.
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
კომენტარები