LIVE: პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები ცესკოსკენ ფეხით მიდიან
ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ენმ-ის ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ რუსთაველზე შეკრებილებმა უნდა გადაინაცვლონ, იქ დარჩნენ და კომენდანტის საათი დაუწესონ ცესკოს. ამ წუთებში მსვლელობა მიმდინარეობს.
"ჩვენ მივიღეთ გადაწყეტილება და ამ გადაწყვეტილებას სჭირდება ახლა აღსრულება. ეს ბრძოლა შეიძლება იყოს ერთდღიანი, ორდღიანი, სამდღიანი, მაგრამ შეუწყვეტელი იქნება, არ იქნება ინტერვალი ბრძოლებს შორის. ხალხი იქნება გარეთ სულ, ყველა ქალაქში, ყველა რეგიონში", — განაცხადა მელიამ მსვლელობის დაწყებამდე.
მელიამ აღნიშნა ისიც, რომ ულტიმატუმის წაყენების შემდეგ მათთან კონტაქტზე არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე გავიდნენ და ხვალ შეხვედრა შესთავაზეს. მელიას თქმით, არ აპირებენ, ჰიპოთეტურ შეთავაზებას დათანხმდნენ და ხელისუფლება ვალდებულია, რომ მათ დღესვე შეხვდეს.
ოპოზიციურ პარტიებს სამი მოთხოვნა ჰქონდათ და ხელისუფლებას დრო რვა საათამდე მისცეს. ესენია:
- ხელახალი, თავისუფალი და სამართლიან არჩევნები;
- თამარ ჟვანია უნდა გადადგეს და კომისიები უნდა დაკომპლექტდეს სამართლიანი წესით;
- ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს გამოშვებული.
მათ პასუხად, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ მოთხოვნები აბსურდულია და სერიოზულად არ აღიქვამენ.
ამ წუთებში ოპოზიცია პარლამენტიდან ცესკოსკენ დაიძრა. მანამდე, 5 საათის განმავლობაში პარლამენტის წინ წარსულში ერთმანეთთან დაპირისპირებული ოპოზიციური პარტიები საერთო აქციას მართავდნენ და არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.
ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და არალეგიტიმურად ცნობენ. ყველა ბარიერგადალახულმა პარტიამ უარი თქვა მეორე ტურში მონაწილეობასა და პარტლამენტის მანდატებზე.
არჩევნების შემდეგ, როცა ოპოზიციამ აქციები დაანონსა, სამთავრობო გუნდი და საკოორდინაციო საბჭოს წევრები უფრო მკაცრად აცხადებენ, რომ აქციები ვირუსის გავრცელების საფრთხეს შეიცავს და მოუწოდებენ მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს დაიცვან წესები.
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები