მდინარაძე ამტკიცებს, რომ აქციის მონაწილეებმა სცადეს ცესკოს შენობაში შეჭრა
ქართული ოცნების ლიდერის, მამუკა მდინარაძის მტკიცებით, აქციის მონაწილეებმა სცადეს ცესკოს შენობაში შეჭრა. აქციის დაშლის პარალელურად მდინარაძე ვარაუდობს, ეს იმიტომ ხდება, რომ ოპოზიციას ხმების გადათვლის შედეგები არ მოსწონს.
"მას შემდეგ, რაც მათ აქცია ჩაუფლავდათ, გადაინაცვლეს ცესკოსთან, სადაც აქციის მონაწილეებმა ასევე არ გაითვალისწინეს ჩვენი უცხოელი პარტნიორების მოწოდება, პროტესტი მშვიდობიანი გზით გამოეხეტათ. მათ სცადეს ცესკოს შენობაში შეჭრა, ესროდნენ ქვებს და სხვადასხვა ნივთებს პოლიციელებს, რასაც მოჰყვა საპასუხო რეაქცია პოლიციის მხრიდან.
როგორც ჩანს, მათ არ მოსწონთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დაახლოებით 30 უბანზე უკვე გადაითვალა ბიულეტენები. დამატებით, სასამართლოს დავალებით მიმდინარეობს თუ არ ვცდები ათამდე უბანზე გადათვლა. ჯერჯერობით ამ გადათვლის შედეგად რაიმე არსებითი დარღვევა, ხაზს ვუსვამ, რაიმე არსებითი დარღვევა გამოვლენილი ვერ იქნა, არა თუ გაყალბების რაიმე ფაქტი", — განაცხადა მდინარაძემ.
სპეცრაზმმა აქცია გაფრთხილების გარეშე დაშალა — რა ხდება ცესკოსთან
დღეს, 8 ნოემბერს ოპოზიციამ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც მთავრობას სამი მოთხოვნა წამოუყენა და დრო რვა საათამდე მისცა. ისინი ხელახალ არჩევნებს, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდნენ. ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მათთან კონტაქტზე მყოფმა ირაკლი კობახიძემ და არჩილ თალაკვაძემ ხვალ შეხვედრა შესთავაზეს, რასაც არ დათანხმდებოდნენ. ეს კობახიძემ უარყო და ამტკიცებდა, რომ შეხვედრა ოპოზიციამ მათ შესთავაზა და ამას მხოლოდ პარტნიორების სურვილის შემთხვევაში დათანხმდებოდნენ.
რვა საათის შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ ცესკოსთან გადაინაცვლებდნენ და არავის მისცემდნენ შიგნით შესვლის ან იქედან გამოსვლის უფლებას. სანამ ოპოზიცია მსვლელობით მივიდოდა, ცესკოსთან რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელთა რაოდენობაც იზრდებოდა. ცესკოსთან მოხდა რამდენიმე დაპირისპირებაც, თუმცა მალევე აღმოიფხვრა.
ამის შემდეგ კი ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა, რომელმაც გაფრთხილების გარეშე დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. აქციაზე გაუშვეს სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზიც, თუმცა შსს ამას უარყოფს. რაც შეეხება წყლის ჭავლს, ამას პროპორციულ ძალად მიიჩნევს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, აქციის დაშლისას 2 ადამიანი დაშავდა.
უფლებადამცველები, ყოფილი და მოქმედი სახალხო დამცველები კი აცხადებენ, რომ აქციის დაშლა ამ მეთოდით არაკანონიერი იყო და არღვევდა გამოხატვის თავისუფლებას. მათივე თქმით, ეს იყო სასტიკი და არაპროპორციული ძალა.
- დაშლისა და ჭარბი სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერი საფუძვლები არ არსებობდა — EMC
- კონსტიტუციური უფლების უხეშ დარღვევად შეიძლება შეფასდეს — TI ცესკოსთან პოლიციის ქმედებაზე
- მოვუწოდებ პოლიციას, შეწყვიტოს და არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მიმართ! — ლომჯარია
ამ წუთებშიც ცესკოსთან აქცია გრძელდება და ისევ მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმი. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერებიც.
გაიგეთ მეტი მომხდარის პოლიტიკურ შეფასებებზე:
- შეეშვან ხალხის ხოცვას, დაშლას არ ვაპირებთ, სანამ ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება — ხოშტარია
- მოვუწოდებ, არ გაცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმას, სახელმწიფო ყველა კანონდარღვევას უპასუხებს პროპორციულად — მდინარაძე
- ასეთ დროს მსოფლიოს არცერთ განვითარებულ ქვეყანაში გაფრთხილება ვერც ესწრება და არც ხდება — მდინარაძე
- ეს არის უტიფარი რეჟიმის პანიკა, ასე იქცევა ყველა ავტორიტარული რეჟიმი — ბოკერია
- ის, რაც ცესკოსთან ხდება, არის პანიკის ნიშანი ხელისუფლების მხრიდან, ეს არის ლუკაშენკოს ხელისუფლება — ბაქრაძე
- გინდა წყლის ჭავლი გვასხან, გინდა გვირტყან, საქართველოს არ დავთმობთ — ალეკო ელისაშვილი
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვათუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას თუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვაფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
-
გადახედვა26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები
-
გადახედვა"პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე "პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე
-
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
გადახედვა"შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ "შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ
-
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
-
გადახედვადღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ დღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ
-
გადახედვა2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა 2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა
-
-
გადახედვახვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ხვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში
-
გადახედვაშსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა
-
გადახედვაPOLITICO: კონგრესში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ სანქციები POLITICO: კონგრესში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ სანქციები
კომენტარები