აშშ-ს საელჩომ საქართველოში საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა, რითიც მიმდინარე აქციას გამოეხმაურა და თბილისში მყოფ აშშ-ს მთავრობის თანამშრომლებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

"დემონსტრაცია მიმდინარეობს აშშ-ს საელჩოდან 5 წუთის სავალ გზაზე. პოლიცია იყენებს კონტროლის ზომებს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. ცალკეული, მოულოდნელი მიტინგები ან პროტესტი, რომელიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნების საპასუხოდაა მიმართული, შესაძლოა, გაგრძელდეს", — აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-ს საელჩომ საქართველოში გაფრთხილება გაავრცელა, რომ მისმა პერსონალმა თავი აარიდოს ნებისმიერ იმ ადგილს, სადაც პოლიციელთა დიდი რაზმია მობილიზებული, რადგან ეს ხალხმრავალი შეკრების, შესაბამისად კი ძალადობის შესაძლებლობის მანიშნებელი შეიძლება იყოს და რომ მათ გამოიჩინონ სიფრთხილე, თუ დემონსტრაციის სიახლოვეს აღმოჩნდებიან.

"ისინი, ვინც არიან სასტუმროებში, რესტორნებში ან სხვა რაიმე ტიპის ბიზნესდაწესებულებაში, რომელიც საპროტესტო აქციის მიმდებარედ მდებარეობს, უნდა დარჩნენ შენობაში მანამ, სანამ ხალხი არ დაიშლება", — ნათქვამია განცხადებაში.