POG: ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარედგინათ
საქართველოს პროკურატურის ცნობით, ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარედგინათ. უწყების ცნობით, მათ ბრალი ქრთამის მიცემის, ჯგუფურად ჩადენილი იძულებისა და მუქარის, ასევე, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის საქმეზე წარედგინათ.
"გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ნოემბერს, ქ.თბილისში, ა.ხ. და ა.კ. შეხვდნენ ქ.თბილისის ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თ.გ.-ს და პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით, ქრთამის სახით 50 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, მედიის თანდასწრებით განცხადების გაკეთება შესთავაზეს, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა, რის შემდეგაც მას დემონსტრაციულად უნდა დაეტოვებინა თანამდებობა. ბრალდებულები ისნის კომისიის თავმჯდომარეს უარის მიღების შემთხვევაში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაპატიმრებით და მისი და ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.
ასევე, ა.კ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2020 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ინახავდა საბრძოლო მასალას, რომელიც მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული", — წერია განცხადებაში.
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართეს. ასევე, უწყების ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა ანალოგიური შეთავაზებით და მუქარით საოლქო საარჩევნო კომისიის სხვა წევრებსაც მიმართეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
მთავარი არხის კადრებში ჩანს, რომ ხუსკივაძე გამოკითხვიდან გამვლის შემდეგ დააკავეს. დაკავებამდე ამავე არხთან ინტერვიუში ამბობდა, რომ პოლიციამ მისი და მისი ოჯახის ტელეფონები და კომპიუტერი ამოიღო.
"არც არავის დავუბარებივარ, მეგობარი იყო დაბარებული პოლიციის შენობაში და იმას ჩამოვაკითხე. ჯერ მე შემათრიეს პოლიციაში და მერე მე ვინც მომაკითხა ისიც ძალით შეიყვანეს პოლიციაში. ცდილობდნენ პირადი ნივთების წართმევას.
ყველაფერი ეს დაიწყო გუშინ, მე და ვინც ვიყავით დაკითხვაზე დაბარებული, მთავარის ეთერში შვიდ საათზე როდესაც გამოვედით და იმის მერე ხდება ეს ყველაფერი და იმიტომ არის ეჭვის საფუძველი. ამას ყველაფერს დაერთო ის, რომ სანამ მე აქ ვყავდი დაკავებული, ჩემს ოჯახში შეცვივდნენ, საგამოძიებო ქმედება, ყველაფერი წაართვეს ოჯახში ტელეფონები, კომპიუტერი რაც იყო სახლში წაიღეს ყველაფერი ახსნა განმარტების გარეშე.
[მანქანას ჩხრეკდნენ] მხოლოდ და მხოლოდ ტელეფონის წართმევის მიზნით, მე განვაცხადე, რომ შიგნით მაქვს პირადი ინფორმაიცა და ტელეფონს არ მოგცემთ მეთქი და მივაწოდე მეგობარს, რომელმაც ჩადო მანქანაში. ის მეგობარიც შეათრიეს. [...] ჩემი ტელეფონიც ამოიღეს, მეგობრის ტელეფონიც ამოიღეს, სახლში ბავშვების ტელეფონიც ამოიღეს", — განაცხადა მან მთავარი არხის ეთერში დაკავებამდე.
მთავართან ინტევიუში პირი, რომელიც თავს გარდაცვლილი თედორე გობეჯიშვილისა და აკაკი ხუსკივაძის მეგობრად წარადგენს, ამბობს, რომ გობეჯიშვილი გუშინ ხუსკივაძესთან იყო სახლში, მაგრამ ეს აქამდეც არაერთხელ მომხდარა, რადგან ისინი მეგობრები იყვნენ.
მათ დაკავებას წინ უძღოდა ქართული ოცნების საგანგებო ბრიფინგი, სადაც პარტიის წარმომადგენლებმა ენმ გარდაცვლილ გობეჯიშვილზე მუქარასა და ზეწოლაში დაადანაშაულეს. გიორგი ხელაშვილმა მოუწოდა სამართალდამცავებს, დაუყოვნებლივ აღძრან სისხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პასუხად განაცხადა, რომ ქართული ოცნება ადამიანის სიცოცხლით ვაჭრობს და პოლიტიკური მანიპულაციებისთვის იყენებს, რაც ამორალურია. ბრიფინგიდან დეკანოიძემ მმართველი გუნდის წევრებსა და იდეოლოგებს მიმართა:
"რა გჭირთ ხალხნო, ნუთუ არ გაგჩნიათ ელემენტარული მორალი, ნუთუ არ გაგაჩნიათ ელემენტარული ადმიანობა, რომ დღეს ამ სიტუაციაში კვლავ ადამიანების სიცოცხლით არ ივაჭროთ და პოლიტიკურ მანიპულაციაზე არ ილაპარაკოთ. ნუთუ არ გაგაჩნიათ ელემენტარული შინაგანი შეგრძნება იმის, თუ რა დღეშია დღეს თუნდაც ამ ადამიანის ოჯახი. რას ყვებით საერთოდ, რა დაგმართნიათ?!" — განაცხადა მან ბრიფინგზე.
დეკანოიძემ აღნიშნა ისიც, რომ მომხდარზე აუცილებლად ჩატარდება ობიექტური გამოძიება, როცა ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი წავა ხელისუფლებიდან.
გაიგეთ მეტი:
- ქართული ოცნების ინფორმაციით, ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე დაიღუპა, პარტია ენმ-ს მუქარაში ადანაშაულებს
- რა გჭირთ ხალხნო, ნუთუ არ გაგჩნიათ ელემენტარული მორალი, რომ ადამიანების სიცოცხლით არ ივაჭროთ — დეკანოიძე "ოცნებას"
- ბედავთ და რაფალიანცის შემთხვევის შემდეგ იგივე ამორალურობაზე და ფსკერზე საუბრობთ — დეკანოიძე "ოცნებას"
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები