ერევანში მიმდინარე აქციის დროს სომხეთის პარლამენტის სპიკერი, არარატ მირზოიანი დემონსტრანტებმა მანქანიდან გადმოათრიეს და სცემეს. ვრცელდება ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ, თუმცა, ჯერჯერობით, დადასტურებული არ არის.

სომხეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დღეს სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ყარაბაღის ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან დეკლარაციას ხელი მოაწერა. ამის შემდეგ მოქალაქეები მთავრობის სახლში შეიჭრნენ და ტერიტორია დაიკავეს. ისინი ფაშინიანის გადადგომას მოითხოვდნენ.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მოსკოვის დროით 10 ნოემბერს 00:00 საათიდან ამოქმედდება.

მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. სომხეთი და აზერბაიჯანი პროვოცირებაში ერთმანეთს ადანაშაულებედნენ, თვითაღიარებული ყარაბაღი კი მომხდარზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს აკისრებდა.

რუსეთის შუამავლობით, სომხეთი და აზერბაიჯანი ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე ორჯერ შეთანხმდნენ, თუმცა ზავი ორივეჯერ მალევე დაირღვა. ბაქომ და ერევანმა ცეცხლის შეწყვეტაში ისევ ერთმანეთი დაადანაშაულეს.