მანქანების მწარმოებელი კომპანიის, BMW-ის ინჟინრებმა შექმნეს სპეციალური კოსტიუმი, რომელიც პატარა ძრავებისა და გლაიდერის გამოყენებით, ადამიანს ფრენის საშუალებას აძლევს. ამ კოსტუმით, დაახლოებით, 300 კმ/სთ სიჩქარის მიღწევა შეიძლება.

BMW-ის საფრენ ძრავას 20 ცხენის ძალა აქვს და სტანდარტული გლაიდერისგან განსხვავებით, მფრინავს სიმაღლის შენარჩუნების საშუალებას აძლევს. ეს თვალწარმტაცი გამოგონება, დაახლოებით, 30-ჯერ გამოსცადეს. მისი პირველი საჯარო დემონსტრაციისას კი პეტერ სალცმენმა ავსტრალიის ალპებს გადაუფრინა.

სალცმენი და კიდევ ორი "მფრინავი" კოსტუმებით შვეულმფრენიდან გადმოხტნენ, როცა ისინი მთის მწვერვალს მიუახლოვდნენ სალცმენმა თავისი ძრავა აამუშავა და მწვერვალის თავზე გადაუფრინა.

უცნობია გახდება თუ არა BMW-ის კოსტუმი ხელმისაწვდომი პოტენციური მყიდველებისთვის. სატესტო ფრენა, დიდწილად, ავტოკომპანიის ახალი ელექტრომანქანის — iX3-ის პიარკამპანიის ნაწილი იყო.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.