ტრამპის ადმინისტრაცია მეორე ვადაში შეუფერხებლად გადავა, ჩვენ მზად ვართ — პომპეო
აშშ-ს სახელმწიფო მდივანის, მაიკ პომპეოს განცხადებით, არჩევნები ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მისივე თქმით, დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა NPR ავრცელებს.
"ტრამპის ადმინისტრაცია მეორე ვადაში შეუფერხებლად გადავა. ჩვენ მზად ვართ", — აცხადებს მაიკ პომპეო.
გამოცემის ცნობით, ჟურნალისტის კითხვაზე, ემზადება თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი ბაიდენის გუნდთან სამუშაოდ, ასევე, ამ საკითხში რაიმე ტიპის შეფერხება გაზრდის თუ არა ეროვნული უსაფრთხოების პოტენციურ რისკს, ან ხელს შეუშლის ძალაუფლების შეუფერხებლად გადაცემას, პომპეომ პირდაპირი პასუხი არ გასცა. გამოცემის განმარტებით, კითხვისგან თავის არიდება გულისხმობდა, რომ ძალაუფლების გადაცემა საჭირო არ იქნება.
გარდა ამისა, პომპეოს თქმით, დარწმუნებულია, რომ დაითვლიან ყველა კანონიერ ხმას.
"დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ხმები, რომელიც არაკანონიერია, დათვლისას არ ჩაითვლება", — აღნიშნა მაიკ პომპეომ.
7 ნოემბერს, წინასწარი მონაცემებზე დაყრდნობით, რომელსაც რამდენიმე მსხვილი ამერიკული მედია აწარმოებს, აშშ-ს 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იქნება. ჯერჯერობით ყველა შტატში ხმები დათვლილი ბოლომდე არ არის.
მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დამარცხებას არ აღიარებს. გამოცემა POLITICO-ს ცნობით, მაიკ პომპეო ერთ-ერთია იმ მაღალი თანამდებობის პირთა შორის, ვინც გასული კვირის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება.
ჯო ბაიდენმა არჩეული პრეზიდენტის რანგში ერს უკვე მიმართა. არაერთმა მსოფლიო ლიდერმა კი, მათ შორის გერმანიის კანცლერმა, კანადის პრემიერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ბაიდენს გამარჯვება უკვე მიულოცა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო 17-18 ნოემბერს საქართველოში ჩამოდის. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვედრებს გამართავს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ეს.
ამავე თემაზე:
- მზად ვართ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად — ევროკომისიის პრეზიდენტი
- შესაძლოა, მე ვიყო პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი, მაგრამ არ ვიქნები ბოლო — კამალა ჰარისი
- მოდი, მივცეთ ერთმანეთს შანსი, ისევ დავინახოთ ერთმანეთი, ისევ მოვუსმინოთ — ბაიდენი ტრამპის ამომრჩევლებს
- ბაიდენი: ვფიცავ, ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც ვერ ხედავს ცისფერ და წითელ შტატებს
- ოჯახის წევრების რეაქციები ბაიდენისა და ჰარისის გამარჯვებაზე
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები