Fantastic Beasts-ში ჯონი დეპი, შესაძლოა, მადს მიკელსენმა ჩაანაცვლოს
Variety-ის ცნობით, ცნობილ დანიელ მსახიობ მადს მიკელსენთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა ჯადოსნური ცხოველების მესამე ნაწილში გრინდელვალდის როლზე ჯონი დეპი ჩაანაცვლოს.
ჰარი პოტერის ამ სპინოფ ფილმების სერიის პირველ ორ ფილმში მონაწილეობის შემდეგ 6 ნოემბერს მსახიობმა ჯონი დეპმა კინოსტუდია Warner Bros.-თან ერთად გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომ ამ როლზე უარს ამბობს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც დეპმა ლონდონში სასამართლო დავა წააგო: მოსამართლემ დაადგინა, რომ მსახიობი თავის ყოფილ ცოლზე, ამბერ ჰერდზე ძალადობდა.
ჯადოსნური ცხოველები 3-ის გადაღებები უკვე დაწყებულია დიდ ბრიტანეთში და როგორც ცნობილია, ჯონი დეპი მხოლოდ ერთ სცენაში იყო გადაღებული, შესაბამისად, მადს მიკელსენს უკვე გადაღებულ კადრებში თავიდან მონაწილეობა არ მოუწევს.
ამ 54 წლის მსახიობს მაყურებლები კარგად იცნობენ როგორც ცნობილ ფილმებში, ისე სერიალებში შესრულებული დასამახსოვრებელი როლებით, მათ შორის ისეთ გახმაურებულ პროექტებში, როგორებიცაა ფილმი ნადირობა (The Hunt) და სერიალი ჰანიბალი (Hannibal).
აღსანიშნავია, რომ მართალია, ჯონი დეპი მომავალ ფილმში თავის როლს აღარ შეასრულებს და მიმდინარე გადაღებებში მხოლოდ მცირე ხნით იყო ჩართული, ამის მიუხედავად, ის თავის შეთანხმებულ ანაზღაურებას მაინც სრულად მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაცია 10 ნოემბერს გახდა ცნობილი: მსახიობს დაპირებული რვანიშნიანი გასამრჯელოს გადაუხდიან.
მნიშვნელოვანია, რომ ტექნიკურად კინოსტუდია Warner Bros.-ს ჯონი დეპი არ დაუთხოვია — მსახიობს სთხოვეს, რომ თავად ეთქვა როლზე უარი. დეპი ამ გადაწყვეტილებას დათანხმდა, თუმცა, როგორც ჩანს, ის არ აპარებს, რომ დიდხანს იყოს უმოქმედოდ:
"გაერთიანებული სამეფოს სასამართლოს დაუჯერებელი გადაწყვეტილება სიმართლისთვის ბრძოლის სურვილს ვერ გამიქრობს, ამიტომ გიდასტურებთ, რომ გასაჩივრებას ვაპირებ. მტკიცე აზრზე ვრჩები და გადაწყვეტილი მაქვს, დავამტკიცო, რომ ჩემ მიმართ ბრალდებები უსაფუძვლოა. ჩემს ცხოვრებასა და კარიერას ეს პერიოდი ვერ განსაზღვრავს", — განაცხადა მან.
სამართლიანობისთვის ბრძოლას აგრძელებს ამბერ ჰერდიც, რომელიც ლონდონის სასამართლომ უკვე სცნო დაზარალებულად:
"ძალიან მალე აშშ-ის სასამართლოში ჩვენ გაცილებით მეტ მტკიცებულებას წარვადგენთ, რათა სამართლიანობა აღვადგინოთ და ამბერ ჰერდის სიტყვის გამოხატვის უფლება დავიცვათ" — თქვეს ჰერდის ადვოკატებმა.
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
კომენტარები