ლიმფომა — გამომწვევი მიზეზები და სიმპტომები
ლიმფომა ონკოლოგიურ დაავადებებს შორის საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. არის თუ არა ლიმფომა განაჩენი, რას წარმოადგენს აღნიშნული დაავადება, როგორია ამ დაავადების სტატისტიკა, რა იწვევს მას, რა მიღწევებია თანამედროვე მედიცინაში ამ ავთვისებიანი დაავადების მკურნალობაში და რა პრევენციულ ზომებს შეიძლება მივმართოთ, ამ საკითხებზე აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ჰემატოლოგი/ონკოჰემატოლოგი ანა მაყაშვილი საუბრობს.
რა არის ლიმფომა
ლიმფომა ლიმფოიდური და ჰემატოპოეზური, ანუ სისხლწარმომქმნელი ქსოვილების მალიგნური, ანუ ავთვისებიანი დაავადებაა, რომელიც მოიცავს ლიმფურ სისტემასა და ძვლის ტვინს. ლიმფური სისტემა შედგება ლიმფური კვანძებისაგან, რომლის კლასტერებიც მთელს ჩვენს ორგანიზმშია განლაგებული: გულმკერდის, მუცლის და მცირე მენჯის ღრუში, ასევე საზარდულში, იღლიებსა და კისრის მიდამოში. ლიმფურ სისტემაში შემავალი ორგანოებია ასევე: ელენთა, თიმუსი (მკერდულანა ჯირკვალი) და ტონზილები, ანუ ნუშურა ჯირკვლები. ასევე, უნდა გამოვყოთ, ე.წ. ექსტრა-ნოდალური ლიმფომები, ანუ როდესაც დაავადება მოიცავს არალიმფოიდური ქსოვილის ორგანოებს, მაგალითად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ღვიძლს, ფილტვს, ძვლებს, კანს და ცენტრალურ ნევრულ სისტემას.
პათოლოგიის განვითარება და გამომწვევი მიზეზები
ლიმფომის წარმოშობა ხდება სხვადასხვა მექანიზმით. მაგალითად, იგი შეიძლება წარმოიქმნას B და T უჯრედების პროგენიტორებისგან, ანუ წინამორბედი უჯრედებისგან და უკვე მომწიფებული B და T უჯრედებისგან. ლიმფომები კლასიფიცირდებიან სხვადასხვა ფორმებად: ინდოლენტური, ანუ დუნედ მიმდინარე, აგრესიული, მაღალაგრესიული ლიმფომები და ასე შემდეგ.
რაც შეეხება ლიმფომის გამომწვევ რისკ ფაქტორებს, ზუსტი მიზეზი დღესდღეობით ცნობილი არ არის, თუმცა მის განვითარებაში უამრავი სხვადასხვა ფაქტორი მონაწილეობს:
აღსანიშნავია სხვადასხვა ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები, როგორიცაა: Epstein- Barr virus (EBV) და C ჰეპატიტის ვირუსები, Helicobacter Pylori, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი ( HIV); რისკ ფაქტორებში შედის სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება, მაგალითად, ჰერბიციდები, პესტიციდები, თმის საღებავები, მაიონიზირებელი გამოსხივება და ა.შ.
ასევე საყურადღებოა პაციენტის დაქვეითებული იმუნური სტატუსი, აუტოიმუნური დაავადებები, ადრე ჩატარებული კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობა. გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ პაციენტები, რომლებსაც ჩატარებული აქვთ რომელიმე ონკოლოგიური დააავადების მკურნალობა ციტოსტატიკული პრეპარატებით, იმყოფებიან ძვლის ტვინის სხვადასხვა დაავადებების, მათ შორის ლიმფომის განვითარების რისკ ჯგუფში.
დაავადების განვითარებაში, გარკვეულწილად, მონაწილეობს გენეტიკური ფაქტორები და ოჯახური ანამნეზი, მაგალითად, ჰოჯკინის ლიმფომით დაავადებული პირის დას, ან ძმას აქვთ აღნიშნული დაავადების განვითარების უფრო მაღალი შანსი.
ლიმფომის სიმპტომები
ამ დაავადების ჩივილები საკმაოდ არასპეციფიურია. პაციენტს შესაძლებელია აღენიშნებოდეს გადიდებული, უმტკივნეულო ლიმფური ჯირკვლები სხეულის სხვადასხვა მიდამოში, ელენთისა და ღვიძლის გადიდება, ტემპერატურის მატება, რომელიც არ აიხსნება რომელიმე ინფექციით ან სხვა დაავადებით, წონის კლება, ღამის პროფუზული, ანუ ჭარბი ოფლიანობა, დაღლილობა. როდესაც დაზიანებულია გულმკერდის ღრუს ლიმფური კვანძები, პაციენტი შესაძლებელია უჩიოდეს ტკივილს და დისკომფორტს გულმკერდის არეში, მშრალ ხველას, სუნთქვის გაძნელებას.
უნდა აღინიშნოს,რომ სიმპტომები ძალიან ზოგადია და შესაძლოა თან ახლდეს სხვა დაავადებებისა და პათოლოგიების არსებობას. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ექიმთან დროული ვიზიტი და გამოკვლევების ჩატარება, რის შემდეგად, ლიმფომაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში პაციენტი გადამისამართებული იქნება ჰემატოლოგთან/ონკოჰემატოლოგთან.
ასევე აღსანიშნავია, რომ დაავადება შესაძლებელია მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ რამდენიმე თვის, ან წლის განმავლობაში ინდოლენტური, ანუ დუნედ მიმდინარე ლიმფომების შემთხვევაში, ან სიმპტომები იყოს მინიმალურად გამოხატული.
ისეთი დაავადების დროს, როგორიცაა ლიმფომა, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი და დროული დიაგნოსტიკა მაქსიმალურად მოკლე დროში.
აკადემიკოს ფ. თოდუას სამედიდიცინო ცენტრში ამ პათოლოგიის დიაგნოსტიკისთვის საჭირო ყველა გამოკვლევის ჩატარება ერთ სივრცეშია შესაძლებელი, მაგალითად, უახლესი თანამედროვე ანალიზატორებით აღჭურვილი ლაბორატორია, ულტაბგერითი გამოკვლევები, მაღალტექნოლოგიური ულტრათანამედროვე რადიოლოგიური კვლევები — კომპიუტერული, მაგნიტურ-რეზონანსული და პოზიტრონ-ემისიური კომიუტერული ტომოგრაფია.
გადიდებული ლიმფური ჯირკვლების აღმოჩენის შემდეგ იგეგმება მიზანმიმართული კვლევები: დაზიანებული ლიმფური კვანძის Core-ბიოფსია, ან ლიმფური კვანძის ქირურგიული ამოკვეთა, ანუ ექსციზიური ბიოფსია და აღნიშნული მასალის ჰისტომორფოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური კვლევები, რის მიხედვითაცდგინდება ლიმფომის ზუსტი ტიპის.
რაც შეეხება მკურნალობას, ის დამოკიდებულია ლიმფომის კონკრეტულ ფორმაზე, სტადიაზე, პაციენტის ზოგად მდგომარეობასა და თანმხლები დაავადებების არსებობაზე. მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრაში, საჭიროების მიხედვით, მონაწილეობენ სხვადასხვა სპეციალობის კლინიცისტები კონსილიუმის პრინციპით, მკურნალობის პროცესი იგეგმება მულტიდისციპლინური მიდგომებით.
მკურნალობის მეთოდიები
ძირითადად გამოიყენება მკურნალობის 4 მეთოდი:
- ქიმიოთერაპია;
- იმუნოთერაპია;
- ტარგეტული თერაპია;
- რადიაცული თერაპია.
ყველა ზემოთაღნიშნული მკურნალობის მეთოდის გამოყენებას აქვს მკაცრად განსაზღვრული, კონკრეტული ჩვენება თანამედროვე საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით. მკურნალობის პროცესი მიმდინარეობს ჩვენი კლინიკის კომფორტულ, თანამედროვედ აღჭურვილ, სპეციალიზირებულ სივრცეში, მაღალკვალიფიციური კადრების მიერ.
ნებისმიერი ონკოლოგიური დიაგნოზი, მათ შორის ლიმფომა, იწვევს, როგორც ფიზიკურ სიმპტომებს, ასევე დაკავშირებულია სხვადასხვა ემოციურ, სოციალურ და ფინანსური პრობლემებთან. ასეთ დროს, ვფიქრობ, ექიმის მხარდაჭერას, თანადგომასა და მუდმივ მეთვალყურეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მთავარია პაციენტმა სწორად შეასრულოს რეკომენდაციები და დროულად შეარჩიოს სანდო ექიმი და კლინიკა, რომელიც მას დაავადებასთან ბრძოლაში დაეხმარება.
ლიმფომის გავრცელების სტატისტიკა და რისკ-ჯგუფები
მოდით, უფრო დეტალურად ვისაუბროთ ლიმფომების ორ დიდ ჯგუფზე: არაჰოჯკინისა და ჰოჯკინის ლიმფომებზე. მათი რისკ-ჯგუფები და გავრცელება საკმაოდგანსხვავებულია.
არაჰოჯკინის ლიმფომა გავრცელებით მე-7 ადგილზეა ყველა ონკოლოგიურ დაავადებას შორის კაცებსა და ქალებში. იგი აშშ-ში სიმსივნური პათოლოგიების 4%-ს ითვლის.დაავადების რისკ-ჯგუფში ძირითადად შედიან ზრდასრული ადამიანები და რისკი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. პაციენტების დაახლოებით ნახევარი 65 წლის, ან მეტისაა.
რაც შეეხება ჰოჯკინის ლიმფომას, აქ გამოიყოფა ორი ძირითადი რისკ-ჯგუფი: ადრეული მოზარდობის ასაკის პირები და 55 წლის ზევით მყოფი ასაკის ადამიანები. 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში ჰოჯკინის ლიმფომა ყველა ონკოლოგიურ დაავადების დაახლოებით 13%-ია.
უნდა აღინიშნოს, რომ ადრეული მიმართვიანობა და მკურნალობა ზრდის ლიმფომების განკურნების შანსს. ადრეულ ეტაპზე გამოვლენისას, არაჰოჯკინის ლიმფომას განკურნების შანსი დაახლოებით 82%-ია, ჰოჯკინის ლიმფომის შემთხვევაში კი დაახლოებით 92%. ამასთანავე, 2008 წლიდან 2017 წლამდე არაჰოჯკინის ლიმფომით გამოწვეული სიკვდილიანობა ყოველწლიურად შემცირდა 2%-ით, ჰოჯკინის ლიმფომის შემთხვევაში კი 4%-ით.
შესაძლებელია თუ არა ლიმფომის პრევენცია
ამ პათოლოგიის პრევენციისთვის, ისევე როგორც სხვა დაავადების პრევენციაში, გარკვეულწილად, მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, სწორი კვება, მავნე ნივთიერებების ზემოქმედებისგან თავის დაცვა. პროფილაქტიკური გამოკვლევები 6 თვეში, ან 12 თვეში ერთხელ, მაგალითად, სისხლის საერთო ანალიზი, მუცლის ღრუს და ლიმფური ჯირკვლევის ულტაბგერითი გამოკვლევა, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობა. სიმპტომების გამოვლენისთანავე, რეკომენდებულია, დაუყოვნებელი ვიზიტი ექიმთან და დროული შესაბამისი დიაგნოსტიკა.
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
კომენტარები